განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების მიმართულების სტუდენტებმა, საკურსო-სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს. სასწავლებლის ფოიეში ხატწერის, ხეზე კვეთისა და ჭედურობის 30-მდე ნამუშევარი განთავსდა. დიზაინის პროგრამის სტუდენტები კი დამთვალიერებლის წინაშე მათივე შეკერილი ტანისამოსით წარსდგნენ.

პროფესიული პროგრამების მონაწილეების საკურსო ნამუშევრების სემესტრული გამოფენა, უნივერსიტეტში 10 დღე გაგრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიზაინის პროფესიული პროგრამის გარდა, აღდგა საბაკალავრო პროგრამა.

| Print |