განათლება
შშმ მოსწავლეების ღონისძიება დედა ენაზე
ახალციხის N7 საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აღსაზრდელებმა ხელნაკეთი ყვავილების გამოფენა და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით თეატრალური წარმოდგენა მოაწყვეს. გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პირველი პირები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა სკოლის აღსაზრდელებს ტკბილეული, წიგნები და საკანცელარიო ნივთები უსახსოვრეს.

| Print |