განათლება
უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
პროფესორ – მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ახალციხეში გაიმართა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა

და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა. სხვადასხვა დარგების მიხედვით შვიდ სექციად დაყოფილმა მეცნიერებმა საკუთარ ნაშრომები აუდიტორიას გააცნეს.

პროფესორები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმები და კონფერენციები უკეთ წარმოაჩენს უნივერსიტეტის პოტენციალს. წელს პირველი შემთხვევაა, როცა ყველა ფაკულტეტი გაერთიანდა. საუნივერსიტეტო კონფერენციაზე ჯამში 64 ნაშრომიდან ათი სამართლის სექციამ წარმოადგინა.

იურისტებმა წლევანდელი კონფერენცია ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლისთავსაც მიუძღვნეს. უნივერსიტეტის რექტორი საფაკულტეტო ტრადიციების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და კონფერენციაზე განხილულ უნივერსიტეტის მისიაზე საუბრობს.

| Print |