აბრეშუმის გზა
თუ გინდათ, რომ თქვენი კეტჩუპი ნაყიდისგან ვერ გაარჩიონ - რეცეპტი

 

გთავაზობთ ძალიან კარგ რეცეპტს გემრიელი კეტჩუპის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები

6 კგ. პომიდორი
4 კგ. წითელი ბულგარული წიწაკა
10 ცალი მწვანე მწარე წიწაკა
5 თავი ხახვი
5 თავი ნიორი
10 ცალი დაფნის ფოთოლი
10 ცალი მიხაკი
10 ცალი პილპილის მარცვალი
1 კონა ოხრახუში
1 ჩ/ჭ თეთრი ძმარი
1 ჩ/ჭ შაქარი
200 გრამი კარტოფილის ფქვილი (კრახმალი)
გემოვნებით მარილი

მომზადება
1
დაჭერით ინგრედიენტები, ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ. კარგად ხარშვის დროს, ჩააყოლეთ ოხრახუში.

2
გააცივეთ და გაატარეთ საცერში. ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაუმატეთ თეთრი ძმარი, შაქარი და მარილი გემოვნებით.

3
ცალკე ქვაბში გადმოიტანეთ ორი ლიტრი ფაფა და ძალიან ფრთხილად შეურიეთ 200 გრამი კრახმალი. შემდეგ ჩააბრუნეთ და როგორც წესია, ისე შეურიეთ დანარჩენ მასას, რომელიც დუღს.

4
წამოადუღეთ 5 წუთით და კეტჩუპი მზად არის. ცხლადვე ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში.

 

| Print |