აბრეშუმის გზა
ამოირჩიე ძვირფასი ქვა და გაიგე, თუ რა არის შენი ძლიერი მხარე
მოცემული ძვირფასი ქვებიდან ამოარჩიე, ყველაზე მეტად რომელიც მოგწონს და ჩვენ შენი ხასიათის ძლიერი მხარეების ამოცნობას შევეცდებით.



თუკი ბრილიანტი ამოირჩიეთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გულწრფელი და კეთილი ადამიანი ხართ. არასდროს დაუშვებთ უსამართლობას ურთიერთობებში. თქვენი ქცევები ყოველთვის ემთხვევა თქვენს სიტყვებს, ვერ იტანთ ტყუილს. თუკი რაიმე საქმე აიღეთ საკუთარ თავზე, ბოლომდე მიიყვანთ. მეგობრებსა და ახლობლებს თბილად ექცევით, ყოველთვის ეხმარებით და გვერდში უდგახართ. არავის აძლევთ უფლებას, ხმამაღლა და უხეშად გესაუბრონ.


თუკი აქვამარინი ამოირჩიეთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ავანტიურების მოყვარული
ადამიანი ხართ. ყოველდღიური რუტინა და სიმშვიდე - თქვენი ნამდვილად არ არის. გიყვართ ცვლილებები და კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მაქსიმალური ყურადღებით უდგებით სახლის მოწყობის საკითხს. ასევე, იცით, რა გინდათ ცხოვრებაში. ხართ ნაკითხი და ჭკვიანი, ყოველთვის გახსნილები ხართ ახალი ინფორმაციის მისაღებად. ზოგჯერ ემოციური ფონი არ გაძლევთ საშუალებას საქმის ბოლომდე მიყვანაში, თუმცა უშუალოდ პროცესით ტკბობა კარგად გეხერხებათ.

თუკი ამოირჩიეთ ციტრინი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაქსიმალურად ხელოვანი ადამიანი ხართ. ნივთებში ისეთ რაღაცებს აღმოაჩენთ ხოლმე, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ხართ არაორდინარული, დღის განმავლობაში ათასამდე იდეა მოგდით თავში. ამ იდეებს უზიარებთ მეგობრებსაც, ვინაიდან ძალიან კრეატიული ხართ და ხშირად სჭირდებათ თქვენი რჩევები. ხართ პოზიტიური და ნათელი ფერების მოყვარული. გარშემო ყველას დადებითი ემოციებით ავსებთ მუდამ...
წყარო:marao.ge
| Print |