აბრეშუმის გზა
ტრიდრანგარის შუქურა - ყველაზე განმარტოებული ადგილი დედამიწაზე (ფოტო)
ატლანტის ოკეანე, ისლანდიის მიდამოები, 40 მეტრის სიმაღლე - ადგილი, სადაც ცივილიზაციის ყველაზე უკიდურეს წერტილში ტრიდრანგარის შუქურა მდებარეობს. კუნძულ-კლდიდან ულამაზესი ხედები იშლება.

შუქურა სამი კლდიდან ყველაზე მაღალზე მდებარეობს. მას Háidrangur-ი ჰქვია. მასზე მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. ისიც თუ გაგიმართლებთ და კარგი ამინდი იქნება, რაც ისლანდიისთვის იშვიათობაა.

ტრიდრანგარის შუქურა 1939 წელს ააგეს. იმ პერიოდში ვერტმფრენები არ გამოიყენებოდა და მშენებლობა რთული იყო. "მშენებლებს მეკლდეურები ეხმარებოდნენ. ისინი კლდეს ნაბიჯ-ნაბიჯ ლაშქრავდნენ და მასზე ჯაჭვს ამაგრებდნენ. წვერზე ასვლა ყველაზე რთული იყო. შემდეგ ერთი მეკლდეური მუხლებზე დადგა, მეორე ზურგზე შეადგა და მესამე კლდის მწვერვალზე მოექცა, შემდეგ ორივეს დაეხმარა ასვლაში" - იხსენებს მშენებელი, რომელიც შუქურის აშენებაში იღებდა მონაწილეობას.

დღეს შუქურა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ხანდახან თუ ესტუმრება ოსტატი, ტექნიკის მდგომარეობა რომ შეამოწმოს. კლდის მწვერვალიდან ულამაზესი ხედები იშლება.

წყარო:https://marao.ge/
| Print |