აბრეშუმის გზა
ჰოლანდია და ეგვიპტე - რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები ახალი წლის შესახვედრად

 

ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ.

დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საინტერესოა, თუ რომელ ტურისტულ მიმართულებებს ირჩევენ ქართველები ახალი წლის შეხვედრისთვის.

ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ მოქალაქეები ძირითადად მცირებიუჯეტიან, იაფ მიმართულებებზე აკეთებენ არჩევანს. განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ეგვიპტე, ხოლო ევროპის მიმართულებიდან საფრანგეთი და ჰოლანდია (ამსტერდამი).

როგორც ტურისტული სააგენტო startravel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილი აცხადებს, წელს ევროპის ქალაქებიდან ახალი წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი საფრანგეთია.

როგორც ყოველ წელს, წელსაც საახალწლო ტურებისთვის პოპულარულია ეგვიპტე. ასევე ევროპის მიმართულებითაც საკმაოდ ბევრი დაიჯავშნა. ყველაზე მეტი ჯავშანი ეგვიპტის შემდეგ, საფრანგეთის მიმართულებით ფიქსირდება. ახალი წლისთვის საკმაოდ პოპულარულია მილანი და რომი. ძირითადად ეს 4 მიმართულებაა ყველაზე აქტუალური.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენი მომხმარებელი საგზურს საშუალოდ 500 ევროს ფარგლებში ირჩევს. ეს მათთვის, ვინც ტურები წინასწარ დაჯავშნა. თუმცა ამ ფასად ახლაც არის შესაძლებელი, მიმართულებას გააჩნია.

სადღესასწაულო ტურების დაჯავშნა მიზანშეწონილია 3-4 თვით ადრე მაინც. ზოგიერთი ცოტა უფრო ადრეც ჯავშნის ხოლმე. თუმცა ვისაც გეგმები არ აქვს, ორი კვირით ადრეც გვიკვეთავენ. ბოლო წუთის ფასდაკლებებიც გვაქვს, თუმცა წინასწარი ჯავშნები ყოველთვის მომგებიანია.“ -
აღნიშნა სუხიტაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოდან 27-28 დეკებერს მიდიან და 3 იანვრისთვის ბრუნდებიან.

"ახალი წლის დღეებთან შედარებით ევროპა უფრო პოპულარულია საშაბაო და წინა საშაობა დღეებში. ამ კუთხით ძალიან პოპულარულია - ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც საშობაო ბაზრობებით გამოირჩევა. თუმცა იტალია ნებისმიერ სეზონზე ერთ-ერთ ლიდერ მიმართულებად რჩება,“ - განაცხადა სუხიტაშვილმა.

ტურისტული სააგენტო Good travel-ის ტურ-მენეჯერი ნანუკა ბიბინეიშვილი აცხადებს, რომ წელს ევროპის ქალაქებიდან ახალი წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი ამსტერდამია.

საახალწლოდ ძირითადად ევროპის მიმართულებები მოსწონთ. ამსტერდამში ძალიან დიდი ლაზერ შოუ იგეგმება, ამიტომ ეს მიმართულება მოთხოვნადია. ძალიან პოპულარულია ავსტრიაში ვენა, ასევე ბუდაპეშტიც. ევროპის გარდა მოთხოვნადია ეგზოტიკური მიმართულებები, როგორიცაა შრი-ლანკა, ტაილანდი და ა.შ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, დამოკიდებულია მგზავრი რას ირჩევს. არის კატეგორია, რომელიც საგზურს 1000 ლარამდე ირჩევს. და ასევე კატეგორია, რომელიც 2000 ლარის ფარგლებში ირჩევს, ეს დამოკიდებულია მგზავრი სად მიემგზავრება.

საახალწლო ჯავშნები უკვე ნოემბრიდან დაიწყეს, ბოლო დღეებში როგორც წესი აქტიურობა არ შეინიშნება ხოლმე. ახალი წლის გარდა საშობაო პერიოდიც მოთხოვნადია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ევროპა, რადგან ევროპაში შობა ძირითადად 25 დეკემბერს აღინიშნება, ცდილობენ რომ მოგზაურობას 25 დეკემბერიც დაამთხვიონ და ახალი წელიც.“
- განაცხადა Good travel-ის ტურ-მენეჯერმა.

წყარო: bon.ge

| Print |