აბრეშუმის გზა
კონტინენტის დედოფალი, იგივე ლაზი ერი - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
გეოპოლიტიკურად ამერიკელი დემოკრატების გლობალიზაციის პოლიტიკა იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მეტიც, სწორედ გლობალიზაციის პოლიტიკის შედეგად გვიბრუნდება მინიმუმ ხუთი საუკუნით დაკარგული ისტორიული ფუნქცია.

ლიბერალებმა, ობამამ, აბრეშუმის გზის აღდგენა ახალ გლობალურ წესრიგად გამოაცხადეს, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგება მოსკოვი და მისი მოკავშირე კონსერვატორი მემარჯვენეები.

საქართველო მდიდარი და ძლიერი რომ არ იყოს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მარტო ევროპა აზიის ვაჭრობაზე ფულის კეთებას კი არა... ისტორიას გვიკარგავენ, გაყალბებულია საქართველოს ისტორია. თავიდან არის იგი დასაწერი.

საქართველო კონტინენტის ჭიპია... ფიგურა - დედოფალი, იგივე ლაზიერი, ლაზი-ერი... ყველა გზების ცენტრი, ყველა მიმართულებით საქართველოა.

ერთადერთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა იმ დროინდელი უღრანი ფეოდალიზმის მსოფლიოში იყო დავითის საქართველო და სწორედ დავითის დროს საქართველო თავად აკონტროლებდა აბრეშუმის გზას, ევროპასთან ერთად.
ეს მხოლოდ საუკუნე გაგრძელდა. მერე საგარეო კურსი შეცვალა თამარმა, ქვეყანაც დაქუცმაცდა და გზის კონტროლის ერთიანი სტრატეგიის ფუნქცია დავკარგეთ.

შაჰ აბასის დროს, სწორედ მრავალ სათავადოდ გაყოფილი და ბევრი საბაჟოს გადასახადი რომ უწევდა სპარსელ ვაჭრებს, ამიტომაც გვეომა და ბოლოს ოსმალეთმა და სპარსეთმა ორად გაყეს გავლენა საქართველოზე და მათი ვაჭრები უფრო იაფად, მხოლოდ ერთხელ იხდიდნენ ბაჟს...

ის ვინც ამტკიცებს, რომ აბრეშუმის გზა საქართველოზე არ გადიოდაო, უბრალოდ იტყუება და ყურადღების ღირსიც არ არის. ცარიზმის დროსაც კი წინა საუკუნის დასაწყისში, აქლემების დასასვენებელი ადგილი, დღევანდელი ევროპის მოედანი იყო, მეტეხთან... ბჟეზინსკის ბრალია...

დააჯერა ნახევარი მსოფლიო და ქართველებიც, რომ კავკასიის რეგიონში მხოლოდ სამი მოთამაშის - რუსეთის, თურქეთისა და ირანის მანიპულაციების პოლიტიკა იქნება სწორი. კონსერვატიული ამერიკა დღემდე ბჟეზინსკის თეორიას ემხრობა. ლიბერალურმა ამერიკამ ეს თეორია უარყო და ბჟეზინსკი ობამაზე გაბრაზებული იყო.

ჰოდა არ იყო სწორი ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელიც 60–ან წლებში ამერიკის პრეზიდენტების მრჩეველი, 80-ან წლებში და მერეც, ამერიკის საგარეო პოლიტიკის პროფესორი და იდეოლოგი გახლდათ.

უნდა დაიჯეროთ მამულიშვილებო, რომ ამ რეგიონის გეოპოლიტიკური ლიდერი უპირობოდ არის საქართველო!
საქართველოს გეოპოლიტიკური პოტენციალი ამ სამივე დიდი ქვეყნის ჯამურ პოტენციალზე ბევრად მეტია.

უნდა დაიჯეროთ, რომ საქართველოს ეკუთვნის ლიდერის ტახტი და ეს გამოიწვევს ამ სამივე, დღეს დიდი ქვეყნების გეოპოლიტიკურ განეიტრალებას, სხვადასხვა ფორმით არც მეტი არც ნაკლები.

კონტინენტის დედოფალი, იგივე ლაზი-ერი!
| Print |