აბრეშუმის გზა
ბაგრატიონთა საძვალე მცხეთაში და კურაპალატები პეკინში - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
ერთხელ ნაშუადღევს ანკარა, ბაქო, ერევანი, მოსკოვი და თბილისი შეიკრიბნენ. ბაქო სტამბოლთან მისასვლელ რკინიგზას ითხოვს. ერევანი კი მოსკოვს შესციცინებს თვალებში. მოსკოვი ჩუმად არის, ანკარაც მშვიდაც ზის. მხოლოდ კავკასიის ორი ქალაქი ზის მოუსვენრად. ყველამ თავისი თქვა... ჯერი თბილისზე მიდგა, არადა თბილისს პირველად არ უდგას ასეთი სცენარი, დაღლილია იგი ამ სცენარებით. წამოდგა ბებერი თბილისი და განაცხადა - ერევანს ზღვა არ აქვს, ამიტომ მას ჭირდება თავისუფალი მიმოსვლა შავ ზღვაზე, სომხებს ჰაერივით ჭირდებათ უძრავი ქონებები შეკვეთილსა და ქობულეთში, რაზედაც ჩვენი კეთილი მეზობლობისა გამო თბილისი თანახმაა.

ერევანმა სასიამოვნო მზერა მოსკოვისგან თბილისისკენ გადმოიტანა. მოსკოვი შეიშმუშნა... თბილისმა განაგრძო - რაც შეეხება ბაქოს, მასსა და სტამბოლს შორის მილსადენები უკვე არსებობს, ამიტომ რკინიგზის აშენებაში მოსკოვი ფულს ვერ ჩადებს, სოხუმისა და ცხინვალის გამო, თუმცა ურიგო არ იქნებოდა.

ბაქომ უმალ განაცხადა მზაობა მშენებლობის დაფინანსებისთვის. მოსკოვი კიდევ შეიშმუშნა.

თბილისმა განაგრძო - რეგიონში სადაც ამ რკინიგზამ უნდა გაიაროს, ოდესღაც მოსკოვმა მინერალური წყლები ბრენდად აქცია. ამიტომ მოსკოვს აინტერესებს ბორჯომის დაფინანსება და თბილისი თანახმაა ამაზე.

გადაწყდა! ბაქო გაიყვანს რკინიგზას, ანკარა მოეხმარება მას. ერევანს თავისუფალი მიმოსვლა ექნება ზღვაზე. მოსკოვი კი ბორჯომის წყალს ჩამოასხავს. ყველა კმაყოფილი გამოვიდა შეხვედრიდან. მხოლოდ თბილისი იჯდა გაუნძრევლად ჩაფიქრებული...

იმ საღამოს თბილისში ვიღაცამ იყვირა - ბორჯომი რუსებს მისცესო. იმ საღამოს, სარკმლიდან შემოსული მზის სხივი დილიდან მხოლოდ ერთ წერტილში ურტყავდა ბედიის მონასტერში. სამჯერ გაინძრა იმ საღამოს ბაგრატიონთა საძვალე მცხეთაში!!!

იმ საღამოს სადღაც კიდევ რაღაც ხდებოდა. კურაპალატები პეკინში გაცოცხლდნენ და თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე ეცხადებოდნენ ჩინელებს, თხემზე ნატარები საქართველოთი.
| Print |