აბრეშუმის გზა
როდესაც, გერმანიაში გაქცევა გიხარია
იმ დროს:

როცა ვითარდება ავტომაგისტრალი ჩრდილოეთი-სამხრეთი `Via Carpathia``, რომელიც კლაიპედას ლიტვაში აკავშირებს სალონიკთან საბერძნეთში...

როცა შენდება სატვირთო დერეფანი, რომელიც აერთიანებს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და სლოვენიის სარკინიგზო სისტემებს...

როცა ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის ზრდა დადებითი მაჩვენებლით...

როცა თურქეთის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპის და აშშ-ის საუკუნეები იყო და ახლა, ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება...

როცა ავღანეთი ქალაქ ჰერათს იარანის გავლით აკავშირებს სტამბოლს, ხაფი-გურიანის სარკინიგზო ხაზით...

როცა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის CAREC (Central Asian Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნების სამუშაო ჯგუფი ამუშავებს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიას 2030 წლამდე...

როცა ესპანეთის სარკინიგზო კომპანია ღენფე წელს მადრიდსა და ბარსელონას შორის ახალ ბიუჯეტურ ჩქაროსნულ მატარებელს აამოძრავებს, რომელიც 600 კმ მანძილს 2 საათსა 30 წუთში დაფარავს და მგზავრობის საფასური წლის ბოლომდე 5 ევრო იქნება...

როცა გასულ წელს ევროპა-ჩინეთს შორის ტვირთბრუნვამ მიაღწია 1250 მლნ კონტეინერს და ამავე წელს ჩინეთიდან წამოსული ტვირთების მოცულობის წილი საქართველოს სარკინიგზო ხაზზე 0,7%-ია...

როცა შარშან 11 თვეში ქართულმა პორტებმა 300 ათასი ტონით ნაკლები ტვირთი გადაამუშავეს. თან ბაქოს ნავსადგურის ტვირთები გაიზარდა და საქართველოს პორტების შემცირდა...

როცა სომხეთი, რომელიც საქართველოს ტრანზიტებზეა დამოკიდებული, მსოფლიო ბანკის მონაცემებით ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ინდექსით გვისწრებს. სომხეთი 83-ადგილი, საქართველო - 119-ე. არადა ათი წლის წინ საქართველო 78-ე ადგილზე იყო...

ამ დროს:

თბილისში ვცოდვილობთ ერთ კითხვაზე - ერთი დებუტატი ციხეში უნდა წავიდეს თუ პარლამენტში? თუ ქუჩაში დარჩეს...

ტვირთების მოზიდვას სასაქონლო და საფონდო ბირჟები ჭირდება და ქუთაისის პარლამენტის შენობას ფუნქცია ვერ ვუპოვეთ...

გერმანიაში გაქცევა გვიხარია და წესით მთელი ევროპა აქეთ უნდა მოდიოდეს, აქ იმდენი საქმეა...

ბ. თ. "საზღვარს რომელსაც საქონელი არ კვეთს, მას სხვა ქვეყნის ჯარისკაცები გადაკვეთენ."
| Print |