აბრეშუმის გზა
საუბარი ეგზარხოსთან და მესხური პური
ყარაჩოხელი: კინტო... ფაეტონი!
ეგზარხოსი: ღმერთმანი რატომ ყვირით?!
- შენ ვინა ხარ?
- ამ ქვეყნის მოძღვარი.
- ვახ! მერე შენს ფაეტონს ეჟვნები ოქროსი რატომ აქვს?
- დამსახურებით გადაეცემა ყველას ჩინ-მედლები!
- აი... ოხრად დარჩეს ქვეყანაზე რაც ჩინ-მედლებია...
- შენ საიდან მოდიხარ ყარაჩოხელო;
- ქარვასლიდან... მერე რა გინდა;
- ვისია ეგ ქარვასლა?
- ახალციხელების.
- შიგნით რა არის?
- მესხური სუფრაა ამჟამად.
- და რა შედის მენიუში?
- ღვთის სამყარო.
- რაო?
- რუსო შენ მაგას ვერ გაიგებ - მესხური პური, ღიმის მჟავე, ფარავნის კალმახი, ტენილი ყველი, ჯავახური თაფლი, შავშეთის თუთა, ნიალის სამწვადე, ვარძიის ღვინო, არაყი თუთის, აბილაურის ხილი და კიდევ შოთას შაირები...
- მერე-მერე?
- ვახ! ხომ მოგახსენე ბატონო, ეს ყელაფერი ღვთის შექმნილია სამყაროს ამ წერტილში.
- მანდ მერე რა არის ღვთიური?
- ეგზარხოს, ახლა ერთს გეტყვი მარტო, რადგან მაინც ვერ გაიგებ ყველა რომ აგიხსნა. მთელ დედამიწაზე მზის ფორმა

მარტო მესხურ პურსა აქვს, როგორც მზის შუაგულს ვერავინ მიწვდება, ისე ვერც მესხური პურის შუაგულს ვერავინ დააგემოვნებს... შოთას შაირებს კი ვეძახით, მაგრამა შაირით ლოცვა არავის დაუწერია ჯერამც... ჰოდა, ახლა მე კინტოს გროშს მივცემ, ერთი ბოთლა ოტკა შენთვის სამოთხე იქნება... მერე გულზე ოქრო ჯვარი რომ გიკიდია, ის დაიდე წინა და იმაზე იფიქრე მე რაც გითხარი... ახლა კი წავედი, უსტაბაში მელოდება, ამქრის ლომები იკრიბებიან. კარგად იყავი.
ყარაჩოხელი უფრი ხმამაღლა - ჰაი კინტო, სად დაიკარგე!!!
| Print |