აბრეშუმის გზა
საქართველოში ყველა გზა ტაძართან მიდის - ზურაბ მაღრაძის ბლოგი
განსხვავებული მოცემულობების ერთმანეთთან დაკავშირება სიმამაცეს მოითხოვს. ვისაც არ ეშინია იდეების გენერირების, მისთვის წარმატების გზები საწყისში სოფლის ბილიკს ჰგავს, შუალედში შარას, დასასრულში კი მაგისტრალს.

მიმოსვლისთვის რაც მეტია განსხვავებული გზები, ფორმისა და მიზნების მიხედვით, მით მეტია მოძრაობის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობისდა გამო, იქმნება კიდევ უფრო ახალი გზების მოწყობის საჭიროებაც.
გზა
მეთევზე თვითონ მიდის იმ ტბასთან, სადაც თევზია და არც მონადირე ნადირობს ყველგან. მეთევზესაც, მონადირესაც, კალატოზსაც და სოვდაგარსაც გზები ჭირდებათ, დიდი და მცირე გზები. რაც უფრო გრძელი და განიერია გზა, მით უფრო დიდი ქარავანი დადის მასზე, რადგან სოფლის ბილიკზე არც აქლემების ქარავანს და არც ტრანსნაციონალურ კორპორაციას არასდროს უვლია. რამეთუ ყირიმულ ლულაშიც, თავისი ყალიბის ტყვია ყველაზე უკეთ ჯდება.

რა დანიშნულება აქვს გზას, თუ ის ტაძრამდე არ მიგვიყვანს? პასუხი - გააჩნია რისთვის მივდივართ ტაძარში?!

საქართველოში ყველა გზა ტაძართან მიდის, მაგრამ რადგან ვიწროა ეს გზები, მასზე დიდი ქარავნები ვერ დადიან. რადგან დიდი ქარავნები ვერ დადიან, შესაბამისად დიდი და ბევრი საქმეც აღარ არის საკეთებელი. რადგან საქმეც ბევრი არ არის, დოვლათიც აღარაა. რადგან დოვლათი არა გვაქვს, ტაძრების შესაკეთებელი ფულიც აღარ გვყოფნის და ინგრევა ეს ტაძრები. რადგან ტაძრები ინგრევა ადამიანები უიმედობას მიუცია. უიმედობამ შიში მოიტანა. შეშინებულ საზოგადოებაში კი ფულს არავინ დებს. გაჩერდა ქვეყანა.

ჩვენ გვქონდა აბრეშუმის გზა. ის აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებდა. ეს შარა გზები იყო. ჩრდილოეთის გზას გრაალი არასდროს მოუტანია არც მეთევზესთვის და არც მიკიტნისთვის. ის შარა გზა არასოდეს ყოფილა, ის შარიანი გზა იყო.

განსხვავებული მოცემულობების ერთმანეთთან დაკავშირება სიმამაცეს მოითხოვს.
| Print |