აბრეშუმის გზა
როგორ დავიძინოთ ორ წუთში - რჩევა
The Mirror -ის მონაცემებით, დასახელებულია 120 წამის განმავლობაში ჩაძინების მეთოდი,მათთვისაც კი ვისაც უძილობა აწუხებს. გამოცემის ინფორმაციით, ორ წუთში დასაძინებლად საჭიროა პროცესის ორ ეტაპად გაყოფა: გონების გასუფთავება და გამოსახულების ვიზუალიზაცია.

პირველ ეტაპზე აუცილებელია რამდენიმე მოქმედების შესრულება. თავდაპირველად უნდა მოვადუნოთ სახის კუნთები, ყბა, ენა, თვალებს ირგვლივ კუნთები, ჩამოვუშვათ მხრები, მოვადუნოთ ხელების ზედა და ქვედა ნაწილები. შემდეგ ამოვისუნთქოთ და გავთავისუფლდეთ გულმკერდის და ფეხების დაძაბულობისაგან. გამოცემის თანახმად, ამ პროცესს უნდა დასჭირდეს დაახლოებით ერთი წუთი. შემდეგ უნდა ჩავრთოთ ვიზუალიზაცია: შეიძლება წარმოვიდგინოთ თავი წყნარ ტბაში მცურავ კანოეში, ან ხავერდის ჰამაკში დაბურული ტყის შუაგულში.

ტექნიკის მეორე ეტაპი გულისხმობს „არ იფიქრო“- ფრაზის 10 წამის განმავლობაში გამეორებას. მეთოდი გამოიყენება ამერიკის სამხედრო სამსახურში და შემთხვევათა 96%-ში ეფექტურია.

აღსანიშნავია ასევე გარემო. საძინებელში არასაჭირო ნივთები და უწესრიგობა ტვინს მოდუნებაში უშლის ხელს, რის შედეგადაც დაძინება და კარგად გამოძინება რთულდება. ყოველდღიურად უნდა გავასწოროთ საწოლი, მოვაშოროთ ჰორიზონტალურ ზედაპირებზე დაგროვებული ნივთები, მოვაწესრიგოთ გარდერობი, მოვიშოროთ გამოუყენებელი ავეჯი და ზედმეტი დეკორი.
| Print |