აბრეშუმის გზა
დაშლილი იმპერია - ზურაბ მაღრაძის იანვრის პოსტიდან
ნებისმიერი დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილებების შინაარსები საზოგადოებამდე მიდის ისტორიკოსების მიერ აღწერის და მასალების გამოქვეყნების შემდეგ.

რატომღაც მუსირებს მიდგომა ასეთი, რომ რუსეთი დაიშლება იმიტომ, რომ სანქციებს დაუწესებენ, რომ რუსი ჩინოვნიკები და ბიზნესმენები დასავლეთის სიკეთეებით ვეღარ ისარგებლებენ, რომ მათი საბანკო ანგარიშები გაიყინება, რომ საერთაშორისო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან რუსეთს გათიშავენ და ა. შ.
და ამის გამო და ამ მიზეზით დაიშლება ფედერაცია.

არა ბატონო, რუსეთს ეს ნამდვილად არ დაშლის. რადგან თავად იმპერია არ შექმნილა თავის დროზე ზევით ჩამოთვლილი ბერკეტებით.

1801 წელს რუსეთის სამეფო კარი მიხვდა, რომ ამხელა სახელმწიფოს ტერიტორიას ვერ შეინარჩუნებდნენ და ამხელა ქვეყანას ვერ გააკონტროლებდნენ, თუ არ ექნებოდათ შორეული აღმოსავლეთიდან ევროპის საზღვრებამდე ამხელა ქვეყნის რაიმე შემაკავშირებელი სისტემა. ერთადერთი ფაქტორი, რაც მაშინდელ გამოწვევას პასუხობდა, იყო რკინიგზა ჩინეთის საზღვრიდან ევროპის საზღვრამდე. თუ დაჭირდებოდა მოსკოვს ჯარების გადაზიდვა შორეულ აღმოსავლეთში, რკინიგზა ამის ყველაზე სწრაფი და ამავე დროს ყველაზე იაფი საშუალება იყო. ეს დაკავშირებულობა ხსნიდა სასურსათო უსაფრთხოების პრობლემასაც მთელ ტერიტორიაზე.

და მიიღო გადაწყვეტილება რუსთა მეფემ და 1801 წლიდან დაიწყო რუსეთის რკინიგზების მშენებლობა. ეს დაიწყო ციმბირიდან. მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, რუსეთისთვის ურჩ მოქალაქეებს “აციმბირებდნენ”. ალბათ გასაგებია, რომ მშენებლობისთვის მუშა ხელი მეტად იაფი უჯდებოდათ, რადგან ციხის ბადრაგები იყვნენ სამშენებლო ბრიგადების მეთაურები.

არავინ იცის რამდენი ათასი ქართველი შეეწირა რკინიგზის მშენებლობას, რომელსაც გაციმბირებას ვეძახდით.

აბრეშუმის გზამ ჩრდილოეთით გადაინაცვლა. იმპერია კი გაძლიერდა ინფრასტრუქტურული შეკავშირებულობის მიღწევით.

შეგახსნებთ, ევროკავშირი ფრანგების ინიციატივით შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიზანი იყო შემდეგი - იმისათვის რომ ევროპას შესაძლო ომები სამომავლოდ თავიდან აეცილებინა, მათ ამ გაერთიანების მთავარ მიზნად განსაზღვრეს შემდეგი, რომ წევრი ქვეყნების ქვანახშირის და
ფოლადის რესურსების ერთობლივი კონტროლი უნდა განეხორციელებინათ. ნახშირიც და ფოლადიც მთავარი რესურსი იყო ომის წარმოებისთვის. ამიტომ, ასეთი რესურსების ერთობლივი კონტროლის შედეგად, ომს დამოუკიდებლად ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ დაიწყებდა. ევროკავშირის შექმნის თავდაპირველი მიზანი ეს იყო.

ახლა დავსვათ კითხვა. როგორ ახორციელებდა ევროკავშირი ქვეყნებს შორის ნახშირის და ფოლადის ურთიერთგანაწილებას და ურთიერთკონტროლს? პასუხი ერთადერთია - სწორედ ევროკავშირის შიდა რკინიგზებით.

ძალიან სასაცილოდ ჩანს ის დასავლური სანქციები, რომელიც ვინმეს წარმოუდგენია. საქმე ისაა, რომ ჩინური ტვირთების სახმელეთო გადაზიდვები ხდება ყაზახეთი-რუსეთი-ბელორუსია-პოლონეთი-გერმანია-ნიდერლანდების რკინიგზებით და ბოლოს როტერდამისა და ამსტერდამის პორტებით ტვირთები მიემართება ამერიკის დიდი პორტებისკენ. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ბელორუსია-პოლონეთის საზღვართან არის ქალაქი მალაშევიჩე. ამ ქალაქის რკინიგზის უზარმაზარ ლოჯისტიკურ სადგურზე ხდება რუსული და ევროპული ლიანდების შეპირაპირება, ანუ რუსული განიერი ლიანდიდან (1520 მმ), ვიწრო ევროპულ ლიანდზე (1435 მმ) სარკინიგზო ვაგონების გადასვლა. ახლა გასაგებად ჩანს თუ რატომ იყო საჭირო ლუკაშენკოს შენარჩუნება თავის სკამიანად რუსეთისთვის.

აქვე დავამატოთ ინფორმაციისთვის, რომ ზუსტად იგივე ფუნქციას ფლობს რკინიგზის სადგური ახალქალაქი - აზიისა და ევროპის მატარებლების შეპირაპირების კარიბჭე.

ვინმეს წარმოუდგენია რას ნიშნავს დასავლეთის შესაძლო სანქცია მალაშევიჩეს თავზე?
ვინმეს წარმოუდგენია რას ნიშნავს რუსეთისთვის ვლადივოსტოკიდან პეტერბურგამდე ან მაგადანიდან ვოლგოგრადამდე რკინიგზის ჩამოშლა? და იცით რატომ ჩამოიშლება? რუსეთის რკინიგზას ჩინეთი ამუშავებს და სადგური მალაშევიჩე ლოჯისტიკურ მომსახურებას უწევს ჩინური ტვირთების ევროპისთვის გადასაცემად.

გუშინ ჩინეთის პრეზიდენტი ესაუბრა შუა აზიის ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტს. ალბათ მიხვდებოდით საუბრის თემა რა იქნებოდა. ირანი და აზერბაიჯანი გამართული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურით ელოდებიან აზიას.

…….

აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ამის წერით კი უკვე ცოტა დავიღალე.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.