აბრეშუმის გზა
"მსოფლიოს გული"
საქართველო - ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის ქვეყანა - რუსუდან ფეტვიაშვილი.

მსოფლიოს გეოპოლიტიკური ცვლილება დაიწყო 2010 წელს, როდესაც ბარაკ ობამამ გამოაცხადა მსოფლიოს მრავალპოლარული წესრიგის შესახებ. რის შედეგადაც წყალი შეუდგა ორ კონტინენტურ ფაქტორს - ევროკავშირისა და ფედერაციის გეოპოლიტიკურ ბალანსს და რუსეთ-თურქეთის ხუთსაუკუნოვან გავლენას შავ ზღვაზე.
ჯო ბაიდენი კი ობამას მესამე ვადაა.

ამ გეოპოლიტიკურმა პროცესმა დააწინაურა ისტორიული აბრეშუმის გზის ფაქტორი პირობით, რომ ჩინეთის ქოლგის ქვეშ გადადის შუა აზიის ქვეყნები, ხოლო კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების დერეფნის ქოლგა იქნება ლონდონი.

რა ხდება და რატომ ხდება ასე?!

ინგლისელი გეოპოლიტიკოსის და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს წევრის ჰელფორდ ჯონ მაკინდერის მოსაზრებით, მსოფლიოს ცენტრი ევრაზიის კონტინენტს უჭირავს, მის ცენტრში კი კავკასია მდებარეობს. სწორედ კავკასიაა ,,მსოფლიოს გული“ (Heartland), რომლის დამორჩილების შემთხვევაში მსოფლიოზე კონტროლის დამყარება ხდებოდა შესაძლებელი. 1919 წელს გამოცემა ,,დემოკრატიული იდეალები და რეალობა“ წერდა: ,,ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს Heartland-ზე, ის ვინც ბატონობს Heartland -ზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ის ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ბატონობს მსოფლიოზე“.

მთიულეთისა და ფშავის არაგვის შესართავთან მდებარეობდა უძველესი ცივილიზაციის ქალაქი, რომელიც ახლა ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზეა ჩაძირული. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, სადაც დიდვაჭარნი მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა.

ეს ქალაქი ასევე წიგნიერი და კულტურული იყო ეპოქის ქალაქთა შორის. გადმოცემის თანახმად შოთა რუსთაველმა “ვეფხისტყაოსანი” სწორედ ჟინვალში გადასცა თამარს.

აღმოჩენილია ჩვ. წ. აღ. მე-3 საუკუნის შესანიშნავი იარაღები, მინის ფერადი ფლაკონები, რომელიც მეტყველებს არა მარტო მინის ჩამოსხმის ხელოვნებაზე, არამედ მედიცინის განვითარებაზეც… მოჭიქული ჭურჭლის და თიხის ნატეხები, დოქები, ქვევრები, საწნახელი, ხელნაკეთი ნივთები, ბრინჯაოს და ვერცხლის სამკაულები, ნახშირის და გამომწვარი თიხის ფენები - ეს ნიშნავს რომ აქაურობა გადამწვარი ყოფილა ძლიერი ხანძრით - ნიშანი გარეშე მტრების შემოსევებისა.

ეს ყველაფერი ძალიან მცირეა და მწირი იმასთან შედარებით, რაც წყალსაცავის ფსკერზე დარჩა. სამწუხაროდ საუკუნეთა არქეოლოგიური განძის 60% მოსკოვის იმპერიის წყალმა დაფარა. წყალმა დაფარა ასევე 6-7 ეკლესია. აღმოჩენილია თამარისდროინდელი 17 მონეტა, რომელიც მანამდე მხოლოდ ორი ცალი იყო მსოფლიოში. აღმოჩენილია ოქროს ბეჭედზე ამოტვიფრული ღვთისმშობელი ყრმით, რომელიც 530-532 წლით თარიღდება. მე-12 სკ-ის 2000-მდე მონეტა. მე-13 საუკუნის ვერცხლის ფულების განძი.

მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა დღეს. ჩინური სავაჭრო-სატრანზიტო ბალანსი რუსეთთან ყოველ დღე ირღვევა. ეს სავაჭრო ბალანსი ლონდონის სავაჭრო ბირჟის კედელზე მალე გამოისახება დიდი ასოებით - THE END.
საქართველოს ლოჯისტიკური რუკა:

ორმხრივი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი ბაქოდან ანაკლიამდე; ანაკლიის საზღვაო პორტი; ახალქალაქის სარკინიგზო პორტი; თავისუფალი სავაჭო ბირჟები თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში; ბათუმის საზღვაო აკადემია - ტრანსპორტის და ლოჯისტიკის თანამედროვე ფაკულტეტებით; ქარვასლები აღმოსაველეთ-დასავლეთის ავტოსტრადებზე გორსა და ხაშურში…

შარშან ევროკავშირმა €3,4 მლრდ გამოყო საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს. დიდი ქარავნები კიდევ მოიმატებს საქართველოსკენ. საქართველომ უნდა დადოს მაგიდაზე კარიბჭის დოკუმენტი, თორემ მას სხვები დადებენ და ის სხვანაირი იქნება მერე.

და ბოლოს, წალკის საბჭოთა წყალსაცავის ქვეშ აბრეშუმის გზის კიდევ ერთი ქალაქია. რას ველოდებით?
| Print |