აბრეშუმის გზა
ლიბერალური დასავლეთი
ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გასვლისას, თეთრმა სახლმა შეთავაზა ავღანეთის ხელისუფლებას ევაკუაცია. ისინი დათანხმდნენ და დატოვეს საკუთარი ქვეყანა. არც უცდიათ ბრძოლა.

თეთრი ურდოს ყეენის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ, იგივე თეთრმა სახლმა აცნობა უკრაინის მთავრობას ბევრად ადრე და მათაც შეთავაზეს ევაკუაცია. ზელენსკის ადმინისტრაცია შემოთავაზებას არ დათანხმდა.

ასეა, როცა იბრძვი შენი ქვეყნისთვის, მერე ლიბერალური დასავლეთი არ მიგატოვებს.

ისე, უკრაინა და საქართველო მოსაზღვრე ქვეყნები გახდებიან. იმიტომ კი არა, რომ უკრები საუკეთესო ხალხია, ან ჩვენ ქვევრის ღვინო გვაქვს… არა, უბრალოდ აბრეშუმის გზა ამას ითხოვს. ეს ჭირდება ჩინეთს, ინდოეთს, ირანს და ავსტრალიასაც კი. ომი ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ ჯიქეთს ხონჩითაც რომ არავინ მოგვართმევს ალბათ გასაგებია. აბრეშუმის გზა უნდა ვისწავლოთ და როცა უკრაინელების გენოციდს ვაღიარებთ, მერე ქართველების გენოციდის საკითხიც უნდა დავძრათ. ოღონდ ამაშიც აბრეშუმის გზა მოგვეხმარება ისევ. 1801 წლიდან ციმბირში რომ რკინიგზა შენდებოდა, გაციმბირებული ქართველების ხელით კეთდებოდა ყოველივე. იმ გაყინულ დასალიერში უამრავი ქართველის საძვალეს ვიპოვით, სწორედ რუსული რკინიგზების ქვეშ.

აბრეშუმის გზას საქართველო ჩრდილოეთისგან დაიბრუნებს, ოღონდ ქართველების ბრძოლის ხაზი მხოლოდ ამ გზის შესწავლაზე გადის. ამერიკელმა დემოკრატებმა იციან აბრეშუმის გზის ფასი, რომელიც თავის დროზე ფიროსმანმაც იცოდა.
| Print |