აბრეშუმის გზა
ვისაც არ ჯერა
ვისაც არ ჯერა, რომ უკრაინის ომი საქართველოს ომია, მაშინ ასე აუხსენით:

ევროპა-ჩინეთს შორის ვაჭრობისთვის სატრანზიტო გზა ბოლო ორი საუკუნე გადიოდა რუსეთი-ბელორუსია-პოლონეთზე. აღდგება კარგად დავიწყებული ძველი და ახალი აბრეშუმის გზა მარშრუტით: შუა აზია-კავკასია-უკრაინა-პოლონეთი-ევროკავშირი. რა როლსაც ასრულებდნენ გერმანია-ნიდერლანდების პორტები, ზუსტად ამ ფუნქციას გაინაწილებენ უკრაინა-საქართველოს პორტები;

უკრაინა და საქართველო მოსაზღვრე ქვეყნები გახდებიან. ამას აბრეშუმის გზა ასე ითხოვს და ეს ლონდონს ასე უნდა. დიდი ბრიტანეთი, ბოლო ხუთი საუკუნის მანძილზე რომელ ომშიც შევიდა, ჯერ არც ერთი არ წაუგია.

სრულდება ევროკავშირი-ფედერაციის გეოპოლიტიკური ბალანსი. იქმნება ბრიტანეთი-ჩინეთის კონტინენტური ბალანსი მთავარი მაკავშირებელი ღერძით კიევი-თბილისი.

#დარიალისკარიდასაკეტია
#საფონდობირჟაგასახსნელი

დარიალის კარი ჩანაცვლდება ახალი სატრანზიტო კარით: ინდოეთი-ირანი-კავკასია-უკრაინა-ევროპა. მთავარი კარი კი ორი იქნება - ახალქალაქი და ანაკლია.

როგორც ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდა, ისე ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვა საქართველო, უკრაინასთან ერთად!
| Print |