აბრეშუმის გზა
წერილი ერევანს თბილისიდან
კავკასიელებო, პირველ რიგში მაქვს პატივი ჩემი პატივისცემა გამოვხატო სომეხი ერის მიმართ. ამის უფლებას პირველ რიგში, საქართველოში მცხოვრებ სომხებთან ჩემი დიდი მეგობრობა მაძლევს.

ყური დამიგდეთ, ამბავი მაქვს თქვენთვის. ამ უსტარს გაეცანით და მთავარ სათქმელს ბოლოს გეტყვით.

ქართლის სამეფოს აღწერისას ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. 64-63, ახ. წ. 23-24) ამბობს, რომ ოთხი გზა თავს იყრიდა ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში.

არტაანიდან გზა უერთდებოდა ყარსს, არზრუმსა და ახალციხეს. როგორც გეოგრაფი და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი ყაზბეგი, ასევე მის შემდგომ ლაზიკაში რუსეთიდან გაგზავნილი მეცნიერი ვეიდენბაუმი თავიანთ მთავრობას არწმუნებდნენ, რომ აღნიშნულ ბათუმ-არდაგანის გზას გააჩნდა უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგანაც ის სპარსეთს ევროპასთან აერთებდა უმოკლესი გზით. ეს ამბავი 1874 წელს ხდებოდა.

ახალი გზების ძიება

1714 წელს პირველი ქართველი დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთში მიემგზავრება პროექტით, რომელიც საფრანგეთისთვის არანაკლებ სასარგებლო უნდა იყოს, ვიდრე საქართველოსთვის. მის ზრახვებს მიზანი ჰქონდა, გაეძლიერებინათ მეფე ლუი XIV-ის ქვეშევრდომთა ვაჭრობა, ძირს დაეცათ ჰოლანდიელთა ვაჭრობა და ამით მათი ძლიერება შეემცირებინათ, გაეწიათ მათთვის კონკურენცია ინდოეთში, საიდანაც გამოაქვთ მთელი სიმდიდრე, მოწიწებაში ჰყოლოდათ პორტუგალიელები, აეძულებინათ იქ ინგლისელები, რომ პატივი ეცათ ჩვენთვის და ასევე ჰყოლოდათ თურქები და სპარსელები ერთგვარ დამოკიდებულებაში... ერთადერთმა მიზანმა მოიყვანა იგი საფრანგეთში, რომ საქართველოზე გატარდეს აბრეშუმი, რომელსაც სპარსეთში, გილანისა და შემახიის პროვინციებში აწარმოებენ. სომხები იძულებულნი არიან ხმელეთით იარონ თურქეთის გავლით შავ ზღვაზე, რათა ქარავნებით მიიტანონ აბრეშუმი სპარსეთის ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე, სადაც ის თითქმის მთლიანად იყიდება. საქართველოს გავლით გზა სამი მეოთხედით შემცირდებოდა... ადვილად შეიძლებოდა სპარსეთის შაჰისთვის იმის ახსნა, რომ ის თვითონ იქნებოდა დაინტერესებული ამ საქმით, რომ უფრო მეტი აბრეშუმი გაესაღებინა. მას დაემატებოდა ვაჭრობა საქართველოდან ცვილით, მატყლით, ტყვიით ან ენდროს ფესვით, სადაც საფრანგეთისათვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა, გაესაღებინა თავისი მაუდის ნაწილი სხვა საქონელთან ერთად.

მაგრამ მაშინ საფრანგეთის მეფეს საქართველოსთვის არ ეცალა.ჟიულ ვერნის რუკა: თბილისიდან კაშგარამდე

«კლოდიუს ბომბარნაკი» - ჟიულ ვერნის მიერ 1893 წელს დაწერილი სათავგადასავლო რომანი. გაზეთის „მეოცე საუკუნე“ ჟურნალისტი მიიღებს დავალებას აღწეროს მგზავრობა „დიდი ტრანსაზიური რკინიგზით“, რომელიც გადაჭიმულია უზუნ ადადან (კუნძული იზმირის ყურეში, თურქეთი) პეკინამდე. მხატვარმა ლეონ ბეკეტმა წიგნს დაურთო სარკინიგზო ხაზის ორი რუკა. და აი, საოცრება - გზა გადის თბილისზე. პირველი რუკის სათაურია ტიფლისიდან კაშგარამდე, ხოლო მეორე რუკის - კაშგარიდან პეკინამდე. და ეს მე-19 საუკუნის ბოლოს, ჟიულ ვერნი და მისი თანამოაზრეები „აბრეშუმის გზას“ პეკინიდან ევროპისკენ თბილისზე გაატარებენ...ჟიულ ვერნის რუკა: კაშგარიდან პეკინამდე

აქვე მოგახსენებთ, თუ რას ითვალისწინებდა ცარიზმის დროს ალექსანდრე გრიბოედოვის პროექტი.

– რუსეთი საქართველოში დაინტერესებული იყო სუბტროპიკული ნაწარმით, ვენახით, თამბაქოთი, აბრეშუმით, საღებავი და სამკურნალო მცენარეებით... ევროპასა და ირანს შორის როცა საქართველოს გავლით ტრანზიტი გაიხსნა, 10 წლის შემდეგ რუსეთმა ეს ტრანზიტი აკრძალა. ისინი მიხვდნენ, რომ საქართველო ამ ტრანზიტიდან სარგებელს ნახულობდა, ქართული მრეწველობა და ვაჭრობა ვითარდებოდა, რუსეთის ინტერესებში კი საქართველოს გაძლიერება არ შედიოდა. მაშინ საქართველოს მსგავსად, სომხეთის სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციაც კიდევ ერთხელ დაკნინდა.

საქართველოს მდებარეობა ყოველთვის განსაზღვრავდა მის წარსულს, აწყმოსა და მომავალს. რამდენიც არ უნდა შეიკრიბონ ევროპელი ან აზიელი ლიდერები და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ კონტინენტის სავაჭრო-სატრანზიტო საკითხების შესახებ, მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინის წარმომადგენელი, მაგიდის მეორე ბოლოში აუცილებლად უნდა იჯდეს თბილისის წარმომადგენელი. რადგან ტვირთების წარმომქმნელი რეგიონია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ხოლო მისი გადაცემა ევროპისთვის უნდა მოახდინოს საქართველომ. და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის. თუ რატომ არის ეს ასე, ამის შესახებ ტექსტის ბოლო ნაწილით დარწმუნდებით.

ფრანგი მოგზაური და ვაჭარი - ჟაკ ფრანსუა გამბა 1824 წელს წერს: “აქლემებისა და ცხენების განუწყვეტელი შემოსვლა ქალაქში და მათი აქედან გასვლა... სხვადასხვა შორეულ ქვეყნებიდან შემოსული საქონლის ტრანსპორტი − ყოველივე ეს განსაკუთრებულ იერს აძლევს და სიცოცხლით ავსებს ამ თავისებურ სასტუმროებს (ქარვასლებს), სადაც ესოდენ განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს ერთ რაღაც თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ... თბილისი ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს“.

ახლა მოკლედ შევაფასოთ ის, თუ სად, რატომ და როდის დაიკარგა ევროპასა და აზიას შორის მდებარე კავკასიის გეოპოლიტიკური ფუნქცია. 1801 წელს რუსეთის სამეფო კარზე მიხვდნენ, რომ ამხელა ბუმბერაზ სახელმწიფოს ვერ შეინარჩუნებდნენ, თუ რაიმე შემაკავშირებელ სტრატეგიას არ შექმნიდნენ. და მიიღეს სამეფო კარზე გადაწყვეტილება - ჩინეთის საზღვრიდან ევროპის საზღვრამდე მოსკოვის გავლით რკინიგზის მშენებლობის შესახებ. რითაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფდნენ იმპერიის სამხედრო ნაწილების სწრაფად გადასროლას, სურსათის მიწოდებას და ა. შ. კავკასიაზე გამავალმა ბუნებრივმა და ისტორიულმა აბრეშუმის გზამ ჩრდილოეთით გადაინაცვლა.დღეს მიმდინარე გეოპოლიტიკურმა პროცესმა დააწინაურა ისტორიული აბრეშუმის გზის ფაქტორი პირობით, რომ ჩინეთის ქოლგის ქვეშ გადადის შუა აზიის ქვეყნები, ხოლო კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების დერეფნის ქოლგა იქნება ლონდონი. სამი ზღვის დერეფანს ბალტიის ზღვაც უერთდება. ახალი ბრიტანული ალიანსის შექმნაც ამას უკავშირდება: ლონდონის პატრონაჟი უკრაინისთვის ვარშავის გავლით, ლუბლინის მაერთებელი სამკუთხედი ბალტიასთან და უკრაინის ტრიო მოლდოვა-საქართველოსთან, პლუს კვადრიგა თურქეთთან. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან და ის ბუნებრივად, გეოგრაფიულად ამ ორ უზარმაზარ ბაზრებს შორის შუაშია მოქცეული. ამას ემატება საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულებები თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და მომავალში ემირატებთან. მიმდინარე ომიც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და სავაჭრო-სატრანზიტო გზებიც ისტორიულ კალაპოტს დაუბრუნდება, რომლის ერთ-ერთი განშტოებაც თავის დროზე აფხაზეთსა და ყირიმზე გადიოდა. კასპიის ენერგომატარებლების ფუნქცია ევროპისთვის გაიზრდება და ირანის ნავთობის ტრანზიტიც ახალ კალაპოტში მოექცევა. ირანი ევროპასთან ვაჭრობას აღადგენს სწორედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით.

რატომ მოხდება ასე?!

ამის უკეთ ასახსნელად, გაგანდობთ ჩვენი, როგორც ორი ერის საერთო გეოპოლიტიკური ფუნქციის გასაღებს:

ინგლისელი გეოპოლიტიკოსის და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს წევრის ჰელფორდ ჯონ მაკინდერის მოსაზრებით, მსოფლიოს ცენტრი ევრაზიის კონტინენტს უჭირავს, მის ცენტრში კი კავკასია მდებარეობს. სწორედ კავკასიაა “მსოფლიოს გული” (Heartland), რომლის დამორჩილების შემთხვევაში მსოფლიოზე კონტროლის დამყარება ხდებოდა შესაძლებელი. 1919 წელს გამოცემა “დემოკრატიული იდეალები და რეალობა” წერდა: “ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს Heartland-ზე, ის ვინც ბატონობს Heartland -ზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ის ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ბატონობს მსოფლიოზე”.

აბრეშუმის გზა, რომელიც საქართველოზე გადის უპირველესი ალტერნატივაა რუსეთზე გამავალი ტრანზიტის. მისი აღდგენით რუსეთს გვერდს აუვლის იაპონია, ინდოეთი, შუა აზიის სხვა ქვეყნები და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის მეშვეობით გავლენ ევროპის ბაზარზე თავისი ორი ათეული ტრილიონი საქონელბრუნვით. ერთი ათეული ტრილიონი ტვირთბრუნვაც რევერსულად ევროპიდან დაემატება. ამიტომ რუსეთი არაფერს იშურებდა ისტორიული აბრეშუმის გზის დასანგრევად. ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რატომაც სურს და ცდილობს რუსეთი კავკასიის გავლენის სფეროში მოქცევას.

მეგობრებო და მეზობლებო,

შეგახსენებთ, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. კონტინენტზე არსებობს ქვეყნების ეკონომიკური პლატფორმები - ბენილუქსი, ბალტიისპირეთი, ოთხი აზიური ვეფხვი, სკანდინავიის... დრო მოვიდა კავკასიის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპასა და აზიას შორის ჰარმონიული წესრიგი და ცივილიზიციათა ურთიერთშეხვედრა.
მეგობრებო, წერილში წარმოდგენილი ფაქტები საქართველოდან, პირდაპირ კავშირშია სომხეთის ისტორიულ ფუნქციასთან აბრეშუმის გზაზე. მომავალში ინდოეთი სპარსეთის ყურე-შავი ზღვით დაუკავშირდება ევროპის ბაზრებს. თბილისს და ერევანს ამ სატრანზიტო გზაზე კი ბევრი გვაქვს სამუშაო და ბევრად მეტი ვიდრე მხოლოდ ეს დერეფანი. რეგიონში ხორბლის უმსხვილესი მწარმოებლებია - უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი. სწორედ შავი ზღვა უნდა იყოს სომხეთისთვის და ირან-სომხეთის კარი კი საქართველოსთვის. აბრეშუმის გზა მსოფლიო ეკონომიკის ნახევარია, რომლის კარიბჭე კავკასიაა და ამ კარიბჭის ქვეყნებმა სამართლიანი თამაშის წესებით უნდა გაინაწილონ მოგებები კონტინენტური ვაჭრობიდან.

ერევნელებო,
ზუსტად ვიცი, რომ ეს წერილი მოვა თქვენამდე.

პატივისცემით:
ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის მკვლევარი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 15 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
ასპინძა 15 °C
img
ადიგენი 23 °C
img
ბორჯომი 16 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 13 °C
img
ბაკურიანი 10 °C
img
ნინოწმინდა 11 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegelMatadorbettümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetmarsbahisjojobetlunabetjojobetjojobetcasibomjojobetstarzbet