აბრეშუმის გზა
მჭირდება რომ ქვეყანა იყოს აბრეშუმის გზის მთავარი კვანძი სახელმწიფო
"კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს - გადაეცით ეს დღესვე!" - პრემიერი.

ჰოდა რა მინდა გკითხოთ?

რატომ გადაწვდა პრემიერი მაინცადამაინც კარლ ბილტდს? ოცნებას უხარია.. აი, რა სიმართლეს ამბობს ჩვენი არწივი პრემიერიო. ოპოზიცია კი საუკეთესო ვარიანტში პასუხობს ცილს სწამებსო. გინების გარდა სხვა პასუხი უბრალოდ არავის აქვს.

ჰოდა, მოგახსენებთ.

კარლ ბილდტი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის არც, მეტი არც ნაკლები ევრაზიული კონტინენტის ახალი გეოპოლიტიკური კონცეფციის ავტორია და ამ კონცეფციას ეწოდება აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც მან გააჟღერა 2011 წელს.

კარლ ბილდტი მოსკოვისთვის არის ყველაზე არასასურველი და ყველაზე საძაგელი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც ობამას მიერ გაცხადებული მრავალპოლარული სამყაროს გეოპოლიტიკური კონცეფციის საფუძველზე დაიწყო ახალი წესრიგის ათვლა უკვე ევრაზიულ კონტინენტზე.

ეს ახალი წესრიგი ამ ფორმის რუსეთის ფედერაციას გეოპოლიტიკურად არსებობის არანაირ შანსს არ უტოვებს. შესაბამისად, ეს სახელმწიფო ვეღარ იარსებებს.

ასე რომ პრემიერი ღიად აფიქსირებს მოსკოვის დავალებას, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოპოზიციას ეს გეოპოლიტიკური არგუმენტი სულ არ აქვს. რამე ამგვარი მოგიყვათ რომელიმე ოპოზიციურმა ტელევიზიამ რაც ახლა ვთქვი?

შესაბამისად, ჩვენ გვყავს პოლიტიკური კლასი - როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად არ იმჩნევს იმ კოლოსალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს კონტინენტზე და რომლის შედეგად კონტინენტის გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი მოსკოვის ნაცვლად გადმოდის კიევზე და თბილისზე.

ჰოდა, გეკითხებით - რატომ უნდა ვენდობოდე ასეთ პოლიტიკურ კლასს? რომელიც ან საერთოდ ვერ ერკვევა გეოპოლიტიკაში, ან უფრო უარესი - მავნებულად მხარს უჭერს ძველი წესრიგის არსებობას, რასაც კისინჯერი და ტრამპი ქადაგებენ.

ხელისუფლება ღიად და დაუფარავად ასრულებს ოკუპანტის დავალებას, ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია რომელიც ვერ ან არ ხედავს მიმდინარე ფუნდამენტურ გეოპოლიტიკურ პროცესებს რითი სჯობს ამ ხელისუფლებას?

ახალ წესრიგში ევროპული ლიბერალ- დემოკრატიული მოწყობა გეოპოლიტიკურად გვევალება როგორც სახელმწიფოს და რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია? ეროვნული ინტერესების დაცვა ის კი არ არის პარლამენტში ბრტყელ - ბრტყელი ფრაზები იყვირო.

ეროვნული ინტერესების, ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების ირგვლივ უნდა გააერთიანოს ოპოზიციამ ხალხი, იმიტომ რომ მხოლოდ ხალხის ნებით იცვლება ხელისუფლება.

ჰოდა, ამის ნაცვლად რას ამბობს ოპოზიცია? დასავლეთს უნდა გავაგდებინოთ ოლიგარქიო.

თან მხოლოდ ერთი ოლიგარქი გვყავსო, დანარჩენები ოლიგარქებად არ ითვლებიან, ვინც თანამდებობით და წილებით "ჩალიჩობენ მაყუთს" ჯიგრულ პონტში.

მარტო ეს ქოლ ცენტრები რად ღირს, სრულიად განუკითხავ და კანონით მოუწესრიგებელ ფინანსურ სფეროში შავი ბაზრის სამოთხე რომ შექმნეს და ყველა მხარე რომ მონაწილეობს.

ევროპელ პოლიტიკოსებს რომ ყიდულობს მოსკოვი ამაში ეჭვი არავის გეპარებათ და ქართველი პოლიტიკოსების ყიდვას არ იკადრებს მოსკოვი თუ როგორაა საქმე?

ან კონსპირაციულ თეორიებს რომ უარყოფენ ორჯერ ანექსირებულ და ოკუპირებულ ქვეყანაში ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. კონსპირაციული ქსელებით არის დაფარული მთელი ქვეყანა, აბა მოსკოვის მორჩილი რეჟიმი როგორ აზის ქვეყანას თავზე?

სწორედ კონსპირაციული ქსელებით უკავია გავლენა მოსკოვს და ამ ქსელების არსებობას არჩევნებზე ხედავთ როცა შავი სამყარო ერთვება საქმეში.

ჰოდა რას გეტყვით იცით.

ვისაც ძალიან მოგწონთ თქვენი ლიდერები, გყავდეთ. მე უპატრონოს კი მჭირდება რომ ქვეყანა იყოს აბრეშუმის გზის მთავარი კვანძი სახელმწიფო, თავისუფალი ლიბერალური ბაზრით და რეალური ლიბერალური წესრიგით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, ოლიგარქიული კაპიტალის დაგროვების და ძალაუფლების უზურპაციის ერთი შანსიც კი რომ არავის ჰქონდეს.

ყოველ თქვენგანსაც გჭირდებათ იგივე, ოღონდ ამის შესახებ ცოტა ვინმემ იცით.
| Print |