აბრეშუმის გზა
ჩვენი მისახედია - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
არ დაგვავიწყდეს, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ აღიდგინა საქართველომ დიდი კარიბჭის ფუნქცია. შემდეგ კარიბჭის მუშაობაში და მის დაცვაში ჩრდილო კავკასიელებიც მონაწილეობდნენ.

ომის პირველი დღიდან გაფრთხილებდით, რომ ლიბერალური ქარიშხალი დგას! რომ დათმობა არ იქნება! მგონი ახლა ცოტა დაიჯერეთ, სანამ მსოფლიო ლიდერმა ტრიბუნიდან არ დამარცვლა ცოტაოდენი.

ახლა კიდევ გაფრთხილებთ. წლის ბოლომდე ფედერაცია გამქრალი იქნება მსოფლიო ეკონომიკური რუკიდან. ჩრდილო კავკასიელები საგონებელში ჩავარდებიან, ამიტომ აქედანვე გახსენებთ. სოხუმი და ცხინვალი რომ თავისით მოვლენ თბილისთან, მაგის შესახებ უკვე გითხარით. ჩრდილო კავკასიელებთან ჩვენ უნდა მივიდეთ.

რამდენიმე შეთავაზებას აქვე დავწერ:

1. მათ უნდა მივცეთ წვდომა ანაკლიასა და ახალქალაქის ლოგისტიკურ ცენტრებთან ტვირთებისთვის შეღავათიანი პირობებით (მოსკოვიდან ვეღარას მიიღებენ);
2. ამ აურზაურში ვიდრე ჩამოყალიბდებიან, მანამდე, დროებით შევთავაზოთ საქართველოს ეროვნული ვალუტა საქონელბრუნვისთვის (რუბლი ღუმელის ასანთებად გამოდგება მალე);
3. შევთავაზოთ ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების მხარდაჭერა მათივე რესპუბლიკების წესრიგისთვის, დროებით, სანამ დალაგდებიან.


იკითხავთ ახლა - საიდან ჩვენ ახალქალაქი და ანაკლიაო?

პასუხი - ფული ბევრი მოვა, ხალხიც ბევრი მოვა, ქარავნები კიდევ უფრო ბევრი. თან ძალიან მალე მოვლენ.
საქართველოს ამ საქმეში ბრიტანული ბლოკი მხარს დაუჭერს. ინიციატივის ნუ გეშინაით. ლიბერალური წესრიგი შემოდის კონტინენტზე, ისევე როგორც ჯვაროსნულ ლაშქრობამ შექმნა თავის დროს. ურთიერთ მომგებიან წესრიგს გულისხმობს იგი ყველასთვის.

პოლიტიკოსები ამას ვერ გააკეთებენ. ნურც ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს უსმენთ. თავად თქვენ იმსჯელეთ. ეს საკითხები ყველაზე კარგად მხოლოდ პირველ პრეზიდენტს ესმოდა. ქართველების პირადი კონტაქტები ჩრდილო კავკასიელებთან ახლა ფასდაუდებელია.

მალე მოადგება საქართველოს წლიურად 35 ტრილიონის ტვირთები. ჩვენი ემიგრანტები კი დაბრუნდებიან, მაგრამ არ ვეყოფით ამ საქმის მომსახურებას. ჩრდილო კავკასიელები კი უღალატოდ შემოგვეშველებიან.
ვფიქრობ საკმარისად ვთქვი.
| Print |