აბრეშუმის გზა
რატომ არ გვაქვს ბირჟები?
არ მეგულებით არავინ ფბ-ზე და ზოგადად ქვეყანაში ვისაც არ გსმენიათ ლონდონის ბირჟის შესახებ.

უმაღლეს დონეზე გაპიარდა წინა ხელისუფლების დროს რომ საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის ბირჟაზე იყიდება.

შემდეგ ასევე დიდი ზარ-ზეიმით გაპიარდა რომ თბს ბანკის აქციებიც იყიდება ლონდონის ბირჟაზე.

ანუ რა? ამ ქართული ბანკების აქციონერები ლონდონში იღებენ მოგებას ხომ?

ჰოდა თქვე ოჯახაშენებულო ხალხო დავიჯერო ერთხელაც არ გაგიჩნდათ ცხოვრებაში კითხვები?

რატომ არ იყიდება ამ ბანკების და ქართული კომპანიების აქციები სამშობლოში?

რატომ არ გვაქვს ბირჟები?

ვის სთხოვთ პროგრესულობას და ცივილიზებულობას?

მონური შრომით სულამოხდილ მაღაროელებს? რკინიგზელებს? ტაქსისტებს? მეღვინეებს? კურიერებს?

თუ ლუკმაპურის საშოვარზე ქვეყნიდან გაქცეულ ემიგრანტებს?

რას აკეთებენ თქვენს მიერ მოწონებული პარტიები?

რატომ იმეორებთ მათ ტყუილებს?

რისთვის მიიღეთ განათლება?

ან რა განათლება უნდა მიგეღოთ

ამ იმპერიული მონობის მეცნიერებაში?

სანაგვეზე მოისროლეთ თქვენი ცოდნა რაც საბჭოთა სკოლამ და უმაღლესმა გასწავლათ.

მოისროლეთ ყველაფერი რასაც კომკავშირული მედია გიყვებათ.

რასაც გიყვებიან "პროდასავლელებად" გადაკეთებული კომუნისტ კომკავშირელები.

სწორედაც რომ ბოლშევიკური ელიტები მართავენ ქვეყანას იმიტომ რომ ეკონომიკა ჯიბეში უდევთ

ამიტომაც იხდიან კაპიკებს შრომაში და ამიტომაც გარბის ხალხი ქვეყნიდან რომ ეკონომიკა ჯიბეში უდევს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარ პროცენტს.

ძლიერი სახელმწიფო არის მხოლოდ მაშინ როდესაც ხალხის ორი მესამედი ცხოვრობს კარგად, ერთი მესამედი კი ძალიან კარგად.

ეს კი ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც სახელმწიფო საერთოდ ვერ ეხება ეკონომიკის რეგულირებას და როცა ეკონომიკას თავად განაგებს სავაჭრო მოედნები, ბირჟები.

როცა არის ვაჭრობის თავისუფლება და კონკურენცია.

ჰოდა პრეტენზია თქვენთან მაქვს მოქალაქეებო.

თქვენ, მოქალაქეებს ელემენტარულად რომ გქონდეთ პრეტენზია და პროტესტი ასეთი გამაოგნებლად ანომალიური ეკონომიკის მიმართ, ეს ოლიგარქიული რეჟიმი დიდი ხანია აღარ იქნებოდა.

ბირჟები ავტოკრატიულ ქვეყნებშიც და თავად მოსკოვის იმპერიაშიც კი არის, სხვა თემაა რომ რეჟიმი აკონტროლებს, მაგრამ აქვთ ეს ოხერი ბირჟები..

უარესსაც გეტყვით, უკრაინის ბირჟის საკონტროლო პაკეტი ომამდე ეკუთვნოდა მოსკოვის ბირჟას.
ახლა არ ვიცი რა და როგორ.

ჰოდა ერთადერთი ქვეყანა ვართ სადაც სულ არ არსებობს ბირჟები.

ამაზე მეტი ფსკერი არ არსებობს.

გესმით რომ ქვეყანა გამოქვაბულის დონეზე დააყენა მოსკოვის და მისმა მორჩილმა აქაურმა ოლიგარქიამ?

მხოლოდ საქართველოა ასეთი ანომალიური ეკონომიკით.

ამიტომაც იხრჩობით ბანკების ვალებში.

ეს კი იმიტომ რომ ეს ბოლშევიკურ კომუნისტური მოსკოვის იმპერიის მფლობელი ოლიგარქიის ზე ამოცანაა არ დაუშვან ქართველების გამდიდრება.

საბაზრო ეკონომიკა ხალხის გამდიდრებას, ოკუპაციის დასასრულს ქვეყნის გამთლიანებას და სამართლიან ცხოვრებას ნიშნავს.

ჰოდა საკუთარი და ქვეყნის სიკეთე თუ გინდათ

მაშინ არც ერთი თქვენი ხმა პოლიტიკოსებს, რომლებიც თავისუფალ საბაზრო ეკონომიკისთვის არ იბრძვიან.

12 პუნქტი სწორედ ლიბერალური რეფორმებია.

ოღონდ ასეთი მემარცხენე ლიბერალი პოლიტიკოსები ჯერ არ გვყავს.

მემარჯვენე პოლიტიკოსებს არანაირად სჭირდებათ საბაზრო ეკონომიკა, მათ ოლიგარქია აფინანსებს.
ნუ მკითხავთ რა გავაკეთოთო?

გაავრცელეთ, გააზიარეთ, მეგობარ ნათესავებს და მეზობლებს გააგებინეთ რომ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ტოტალიზატორებზე და კაზინოებზე ათასმაგად მომგებიანია.

გააგებინეთ რომ სასაქონლო ბირჟაზე გარანტირებულად გაიყიდება მოსავალი, ნაწარმი და წიაღისეული.

გააგებინეთ რომ სავალუტო ბირჟაზე დგინდება ეროვნული ვალუტის სამართლიანი კურსი.

გააგებინეთ რომ ეს ყოველი არ გვაქვს არც ბირჟების მარეგულირებელი დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების კომისია არსებობს და ამიტომ ფინანსურ სფეროში ოლიგარქია და სახელმწიფო ყოველთვის მოატყუებს ხალხს.

როცა ხალხს ეცოდინება მიზეზი რატომაც ცხოვრობს ცუდად და რატომ უწევს ქვეყნის დატოვება მაშინ შეიცვლება ყველაფერი.

თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
აბრეშუმის გზის ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორი
| Print |