აბრეშუმის გზა
დღევანდელ ენაზე დავითის მოღვაწეობის "გადმოთარგმნა"
დავითმა სახელმწიფო ფეოდალების და ეკლესიის სახით ჩამოაშორა ეკონომიკას. დღეს ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა ჰქვია. ქარვასლები იყო მაშინდელი ბირჟები.

მსტოვრების ინსტიტუტი, დაზვერვის გარდა იყო ფისკალური სამსახურის მაგვარი, გადასახადები რომ არავის დაემალა. თავისუფალი ეკონომიკის პირობებში გადასახადების პატიოსნად გადახდა მოქალაქის ვალდებულებაა.

სამხედრო საქმეშიც ვერაფერს მიაღწევდა, ეკონომიკა რომ არ გაეთავისუფლებინა. შემოსავლები ქვეყნის უსაფრთხოებას ხმარდებოდა .

ასე, რომ მოკლედ და კონკრეტულად...

დავით აღმაშენებელმა - მეფემ გაატარა ლიბერალური რეფორმები. მოქალაქეები და ჩამოსული ვაჭრები მხოლოდ ხაზინაში იხდიდნენ გადასახადებს. დემოკრატიაში სწორედ ასე ხდება.

დავითს ეს ყოველივე იმიტომ გამოუვიდა, რომ ამ რეფორმებით აბრეშუმის გზის მთავარ ჰაბად აქცია საქართველო. ამ ფუნდამენტური რეფორმების შედეგად დავითის საქართველო თავად აკონტროლებდა ევროპა-აზიის ვაჭრობას. სოხუმი იყო ევროპელი ვაჭრების ქალაქი და ერქვა სან სებასტიანო.

დავითის დროს გაჩნდა შეძლებული დამოუკიდებელი საშუალო კლასი, რომელმაც პოლიტიკური ხმის უფლებებიც მოითხოვა. ისნის კარავი იქნებოდა ორპალატიანი პარლამენტის ფუნდამენტი. ვეფხისტყაოსანიც თავისუფალ საქართველოში დაიწერა.

ოღონდ ფეოდალების შეთქმულებით დასმულმა თამარმა დავითის რეფორმების რევანში მოახდინა, თავისუფალი გლეხობა ისევ ფეოდალების მონობაში დააბრუნა და ისნის კარავის იდეა დაბლოკა.

უარესიც, შეეკრა სალადინს ჯვაროსნების წინააღმდეგ და მოკვეთა საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ადგილი ტრაპიზონი. ანუ შეცვალა ქვეყნის ევროპული გეოპოლიტიკური კურსი და ჩამოგვაშორა ევროპას საუკუნეებით.

დღემდე არ გვაქვს ორპალატიანი პარლამენტი, არ გვაქვს თავისუფალი ბაზარი, არ გვყავს დამოუკიდებელი საშუალო კლასი, რომელიც ბოლშევიკებმა განაკულაკეს და ამოშანთეს, სწორედ ამიტომაც ვერ ვართ ევროპული ოჯახის წევრი.

თავისუფალმა მსოფლიომ ახალი აბრეშუმის გზის წესრიგის აღდგენა დაიწყო და უბრალოდ ვალდებულება გვეკისრება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა და ლიბერალური წესრიგი რომ გვქონდეს.

ამას მოითხოვს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი.

როცა ვერ წარმოგიდგენიათ როგორ გაქრება რუკიდან მტაცებელი მოსკოვის იმპერია.

უბრალოდ გაიხსენეთ, რომ ბოლო ხუთი საუკუნე არ გვქონდა ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო..

ჰოდა,  იმიტომაც არ გვქონდა, რომ საკუთარი გეოპოლიტიკური ადგილი არ გვქონდა უსამართლო გეოპოლიტიკურ წესრიგში.

ამჯერად, ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში, აღარ არის რუსეთის ფედერაციის ადგილი და შესაბამისად, ვეღარ იარსებებს ამ ფორმით.

გეოპოლიტიკა წყვეტს სახელმწიფოების არსებობის ბედს.

პოლიტიკოსები, რომლებიც შეეცდებიან გეოპოლიტიკის წინააღმდეგ სვლას და არ შეასრულებენ გეოპოლიტიკის მოთხოვნებს ვერ იქნებიან ხელისუფლებაში.
| Print |