აბრეშუმის გზა
დავით სარაჯიშვილი აშენებდა მომავლის აბრეშუმის გზას - ზურაბ მაღრაძე
დღეს, 28 ოქტომბერს დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეა. სწორედ დავითი აშენებდა მომავლის აბრეშუმის გზას.

აბა დავმარცვლოთ TRACECA (ტრასეკა). ესაა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი. მაშ ევროპას და აზიას ჭირდებათ კავკასია.

გავიხსენოთ სად ჰქონდა ფილიალები სარაჯიშვილის ბრენდს. ბაქოში, ერევანსა და ვლადიკავკაზში. და წარმოებიდან მიღებულ მოგებებს სად უნდა მოეყარა თავი?

- თბილისში!

ანუ ეს ფილიალები აყალიბებდა და კრავდა კავკასიას ერთიან ეკონომიკურ სივრცედ. სწორედ სარაჯიშვილი ამზადებდა ნიადაგს ტრასეკასთვის.

სარაჯიშვილი იყო ქართველი-ევროპელი!

ჩვენ ქართველი-აზიელიც გვყავდა!

ის საკუთრებაში ფლობდა რკინიგზებს ირანში, ნავთობის ჭაბურღილებს ბაქოში და ტრანსნაციონალურ ბანკს თურქეთში. აკაკი ხოშტარია ნავთობისა და რკინიგზის მაგნატი ბანკირი იყო. როკფელერების ბრენდი ამერიკაში სწორედ იმ პერიოდში ყალიბდებოდა. ხოშტარიას ბრენდი კი სტალინურ გაკულაკებას შეეწირა.

ჩვენ ქართველი-კავკასიელიც გვყავდა! ნიკო ნიკოლაძე, ვინც კასპიიდან პონტომდე რკინის საქარავნე გზას აშენებდა. ზუბალაშვილების ლოგისტიკური სივრცეები ჩრდილო კავკასიაში ჯერ შესწავლილი არ არის.

ყველა ეს კაცები აბრეშუმის გზას ძერწავდნენ საკუთარი ხელით. ისინი რადგან გვყავდნენ, ესეიგი კიდევ გვეყოლებიან.
| Print |