ინტერვიუ
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წელი ობიექტებისთვის მომგებიანი არ იქნებოდა - გუბერნატორის მოადგილე

 

2020 წელი მომგებიანი არც ერთი ტურისტული ობიექტისთვის თუ კულტურული ძეგლისთვის არ იქნება - ფიქრობენ რეგიონის ხელისუფლებაში. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სფეროს სტიმულირებისთვის რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს და ეს ძირითადად, სამ ტურიატულ ობიექტზე ბილეთის ფასის განახევრება ან გაუქმებაა.

ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ რეგიონში დამსვენებლების რაოდენობის მატება ივლისის ბოლოდან დაიწყება. მხარის რწმუნებულის მოადგილის თქმით, შედარებით მეტი დამსვენებელი იქნება ბაკურინსა და ბორჯომში.

 


| Print |