ინტერვიუ
როგორ უნდა აირიდონ ორსულებმა კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე - რეკომენდაციები ეპიდემიოლოგისგან
მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში შეზღუდვები მოქმედებდა და დაწესებულებების დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული, ქალთა კონსულტაციის ფორმატის ცვლილება მოუწიათ კლინიკებშიც. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ორსულები სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიდიოდნენ, ძირითადად კი ექიმის რჩევებს დისტანციურად იღებდნენ.

კლინიკებში ამბობენ, რომ ორსულთა მიმართვიანობა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიზარდა, თუმცა შიდა სივრცეში რეგულაციები კვლავ მოქმედებს. მაგალითად, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების გამოყენების ვალდებულება და ა.შ. ექიმების თქმით, ეს შეზღუდვები ორსულებს პრობლემებს თავიდან აარიდებს.

ეპიდემიოლოგი ორსულებს ურჩევს,რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი, დაიცვან დისტანცია და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. ნაზი კაჭკაჭაშვილის თქმით, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებენ, ვირუსით დაინფიცირება არ დაემუქრებათ.


| Print |