ინტერვიუ
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ ექიმს - რეკომენდაციები ეპიდემიოლოგისგან
კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე.

ეპიდემიოლოგების თქმით, საზოგადოებას ვირუსთან ერთად ცხოვრება მოუწევს. ამიტომ ახალ გარემოსთან ადაპტირება ყველამ უნდა შევძლოთ.

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წინ შემოდგომა-ზამთრის რთული პერიოდია. ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო, იმისათვის, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველომ მარტივად გადაიტანოს.

მედიკოსები საზოგადოებას, ასევე, გაცემული რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვას და სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმთან დროულ ვიზიტს ურჩევენ, იმისათვის რომ თავად არ გახდნენ ინფიცირების წყარო.

| Print |