ინტერვიუ
„მთავარი პრობლემა უნდობლობაა - უნდობლობა სისტემის მიმართ“, - მარი მიქოიანი
სისტემის მიმართ უნდობლობა, რეგიონებში აცრის პროცესში სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობა, ჩავარდნილი ვაქცინაცია, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, არაინფორმირებულობა და რუსული გავლენა - ეს ის საკითხებია, რის გამოც მოსახლეობა აცრისგან თავს იკავებს - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯენერეიშენის“ აღმასრულებელი დირექტორი. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამედიცინო საკითხებზე მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელი, მარი მიქოიანი ვაქცინაციის პროცესის ჩიხში შესვლის მიზეზებზე, გამოსავალსა და სხვა საკითხებზე ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ესაუბრა. სამოქალაქო აქტივისტი აცრის პროცესის ჩავარდნის ბევრ საბაბს შორის ხაზგასმით გამოყოფს ფაქტს, რომ ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ახალციხელი მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი.

რატომ არის სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი?

მოსახლეობა ამ ტრაგიკულ რიცხვებს რატომღაც შეეჩვია, რაც ძალიან ცუდია. ბევრი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს დაანონსებული ტალღის დადგომას. რასთან არის ეს კავშირში - პირველ რიგში ეს მასობრივი შეკრებებია, მობილობის გაზრდა, ბუნებრივია, ყოველთვის იწვევს ვირუსის გავრცელებას. ოქტომბრის ბოლო, ნოემბერი და დეკემბერი ისედაც ვირუსების სეზონია. კოვიდის გარეშეც ამ პერიოდში ყოველთვის სეზონური ვირუსების ხანა გვეწყებოდა. ახლა ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია პანდემიის გამო. სამწუხაროდ, ვითარება მობილობის გაზრდამ კიდევ უფრო გაართულა, რომელიც ქვეყანაში სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება. რეგიონებში სერიოზული ჩავარდნაა, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ერთი მხრივ, ეს მდგომარეობა არასწორი ინფორმაციისა და მითების გავრცელებამ განაპირობა, მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ვაქცინაცია ტრაგიკული შემთხვევით დაიწყო. ყველას გვახსოვს ახალციხეში დატრიალებული ტრაგედია. სამწუხაროდ, ამის შემდეგ, მე არ მომისმენია არცერთი სერიოზული განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა ვაქცინების ხარისხს, ვაქცინაცის გაკეთებიდან რა მომენტში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია და ზოგადად რა ტიპის რეაქცია შეიძლება განვითარდეს. მე არ მინახავს ოფიციალური დასკვნა გარდაცვლილ ადამიანთან დაკავშირებით. გავიგეთ ყველამ, რომ ანაფილაქსიური რეაქციით გარდაიცვალა, გავიგეთ რომ დაგვიანებული იყო დახმარება, მაგრამ დადასტურებულად დღემდე არავინ არ იცის, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შესაბამისად, როდესაც ვაქცინაცია ასეთი პრობლემებით იწყება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ადამიანებში შიშის ფაქტორი იზრდება.

წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის დროს, მე ვაკვირდებოდი ტენდენციას. კანდიდატებმა მინიმალურად ასახეს ის პრობლემები, რომელიც პანდემიასა და კრიზისის მართვას უკავშირდება. მესმის, რომ ძალიან არაპოპულარულია მოუწოდო ადამიანს ვქციანაციისკენ, მითუმეტეს, როცა ძალიან ბევრი ანტივაქსერია ირგვლივ. ეს განწყობა არ არის ამ ადამიანების ბრალი, ეს თითოეული ჩვენგანის ბრალია, მათი, ვისაც ხელგვეწიფება და ვერ ვამბობთ, ვერ ვაკეთებთ და ვერ დაგვყავს ამ ადამიანებამდე ვაქცინაციის მნიშვნელობა.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამცხე-ჯავახეთში გაიზარდოს აცრის მსურველთა რაოდენობა?

პირველ რიგში ინფორმირების დონე უნდა ამაღლდეს. უნდა ჩაერთოს აბსოლუტურად ყველა სტრუქტურული ერთეული, როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი. უნდა დაიწყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის საინფორმაციო კამპანიის წარმოება, თუნდაც კარდაკარის პრინციპით ფლაერებისა და პოსტერების დარიგება. კვლევებია ჩატარებული ევროპასა და ამერიკაში იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია, რა შედეგების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ თუ ვიქნებით არავაქცინირებულები, როცა კორონავირუსით დავინფიცირდებით. სამწუხაროდ, ბევრია სკეპტიკოსი. გარდა ამისა, იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, სამწუხაროდ, არანაირი სამუშაო ჩატარებული არ არის კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში. ეს სერიოზული პრობლემაა. უამრავი მითია გავრცელებული, რაც, სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა დაიჯერა. დიდი პრობლემაა ასევე ადგილობრივი ექიმების უნდობლობის ხარისხი ვაქცინაციის მიმართ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პრობლემა უნდობლობაა - უნდობლობა სისტემის მიმართ. შესაბამისად, როდესაც ადამიანი არ ენდობა სისტემას, მის მიერ ჩატარებულ კამპანიას, ეს ნიშნავს, რომ არ ენდობა არც სისტემის მიერ დანიშნულ მედიკამენტსა და საერთოდ არაფერს. დღეს, მთავარი მიზანია, როგორმე ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ სისტემის მიმართ ნდობა აღდგეს. სხვაგვარად არაფერი გამოვა. ეს კამპანია ისედაც ჩავარდნილია, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ისევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, სანამ სრულად არ ავიცრებით.

მოქალაქთა ნაწილი აცრისგან თავს სხვადასხვა ალერგიული ფონის გამო იკავებს, რამდენად საფუძვლიანია მათი შიში?

მეც მსმენია ბევრისგან, რომ ალერგიული ვარ და ექიმმა მირჩია აცრისგან თავის შეკავებაო. ეს ფრაზა ხშირად მომისმენია ყოფილი სამხედროებისგანაც, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანა მოიარეს და დღეს ამბობენ, მე იმდენი აცრა გამიკეთეს, ვიდრე ქვეყნიდან გავიდოდი, რომ დაცული ვარ და აცრა აღარ მჭირდებაო. ასეთ ადამიანებს ვპასუხობ, რომ აბსოლუტურად ყველა პირს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. ყველა შემთხვევა ცალკე უნდა განიხილოს ოჯახის ექიმმა. თუმცა აქვე მინდა დავამატო, რომ ვაქცინაციის უკუჩვენება არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად იმ დროს მიმდინარე ანთებითი პროცესი. თუ გვაქვს სურდო, ხველა ან სიცხე - ცხადია, ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში, ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე უნდა გადავდოთ. სხვა მხრივ, არ არსებობს დაავადება, არ არსებობს მდგომარეობა მათ შორის არც ორსულობის პირველი და არც მესამე ტრიმესტრი, რომელსაც ექნება აცრის უკუჩვენება. რაც უფრო გრძელია ქრონიკული დაავადებების სია, მით უფრო სწრაფად უნდა აიცრას ადამიანი, რადგან სწორედაც რომ სამიზნე ჯგუფია ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანები, შესაბამისად, ასეთი ხალხი განსაკუთრებით უნდა დავიცვათ. ასე ზედაპირულად,ზერელედ არ ხდება, რომ ვთქვათ - მოდით ყველა ერთად ავიცრათ. კონკრეტულად, ოჯახის ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ ასაცრელად მივედი და უკან გამომიშვეს, რადგან მითხრეს, შენ ალერგიული ხარ და ალერგია არ მოგცესო. არადა, თუ იმ წუთში ალერგიული რეაქცია არ არის გამოხატული, მაშინ ვაქცინაციას უკუჩვენება არ ექნება.

ქვეყანაში მეხუთე ტალღის დაწყება ეპიდემიოლოგებმა ოფიციალურად გამოაცხადეს. არის თუ არა კოვიდდიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის პრობლემა საქართველოში? როცა ადამიანს აქვს სიმპტომი, მაგრამ ლაბორატორიულად არ უდასტურდება, არის თუ არა პირი გამავრცელებელი?

დავიწყებ იქიდან, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა. ჩვენს პრაქტიკაში იყვნენ ისეთი პაციენტები, რომლებსაც ხანგრძლივა, რვა - ცხრა დღის განმავლობაში ჰქონდათ სიმპტომები, მაგრამ არც სწრაფი და ნაადრევი პისიარით არ უდასტურდებოდათ კორონავირუსი. შესაბამისად, ეს ადამინები თავს აძლევდნენ უფლებას, რომ გასულიყვნენ გარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხელების ან სხვადასხვა სიმპტომის - სურდოს, თავის ტკივილის, ძლიერი საერთო სისუსტის დროს სასურველია იყვნენ იზოლაციაში. სამწუხაროდ, კოვიდინფექციის სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანი გახდა. საერთო სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თავისა და ყელის ტკივილი, სურდო - ეს ჩივილები თუ წამოვიდა, ბუნებრივია, სჯობს, რომ ადამიანი იყოს იზოლაციაში. სწორედ ასე დალაგდა პროტოკოლი. 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტი და უკვე მესამედ, თუ ჩივილები გაგრძელდა და მეორე ტესტიც უარყოფითია, მაშინ საჭიროა პისიარზე მიმართვა.
უკვე გავხსენით და ჩვენი პატარები დადიან სკოლებსა და ბაღებში. უნივერსიტეტებში გაცილებით მარტივია, რადგან ისინი დიდები არიან და პირბადის მოხმარება შეუძლიათ. პირველ კლასელებთან ცოტა რთულია, ბაღის ბავშვებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მე მაგალითად, დიდი სურვილი მაქვს, ბაღის აღსაზრდელის მშობლები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ შვილებსა და პედაგოგებს. ეს ხალხი ხომ სკოლასა და ბაღებში პატარებს ხვდებიან. მშობლები და პედაგოგები მაქსიმალურად უნდა აიცრან, რომ რაღაცნაირად გაწყდეს ეს ჯაჭვი.

შესაძლებელია ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა მობილური ჯგუფების შექმნით, განსაკუთრებით სოფლებში, კარდაკარ სიარულით ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად?

პირველ რიგში, სანამ ვინმეს ჭიშკარზე მიუკაკუნებ მანქანით და კარებთან ნემსით დახვდები, ჯერ საინფორმაციო კამპანია უნდა გააქტიურო. კარდაკარ საინფორმაციო ფლაერებითა და პოსტერებით მაღალმთიან სოფლებში მისვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როცა ასეთ ადგილას მცხოვრები ადამიანები პრაქტიკულად რუსული ხედვის პირისპირ არიან დარჩენილები, რადგან სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ქართულ არხებს არ უყურებენ. მაღალმთიან სოფლებში, სადაც ინტერნეტი არ არის, ადამიანებს კარებთან ნემსით მივადგეთ, არასწორია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერ აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს. სწორედაც, რომ ამ კარდაკარის პრინციპით უნდა ავუხსნათ ადამიანებს ვაქცინაციის მნიშვნელობა, უნდა ვესაუბროთ, გავაგებინოთ, რომ ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია იმუნიზაცია, თუ გვინდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რამაც შეიძლება გადაგვარჩინოს. უფრო მეტიც, ევროპისა და ამერიკის არცერთ ქალაქში მაინდამაინც კლინიკებში არ ტარდება ვაქცინაცია. კლინიკებში მხოლოდ მძიმე ქრონიკული პაციენტები იცრებიან, თორემ ჯანმრთელი ადამიანები პლაჟებზე, აეროპორტებში, დიდ მოლებში, კინოთეატრებში, მეტროებსა და აფთიაქებში იცრებოდნენ. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მხრივაც გამონაკლისი აღმოვჩნდით.

სამცხე-ჯავახეთში, 20 ოქტომბერს 131 პირი აიცრა. სულ რეგიონში 36 418 ადამიანია ვაქცინირებული. ქვეყანაში აცრილთა საერთო რაოდენობამ 1 932 643-ს მიაღწია, საიდანაც სამცხე-ჯავახეთის წილი 0.019%-ია.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 20 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 21 °C
img
თბილისი 30 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 13 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetssekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibomtrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywininstagram close accountinstagram close accountsekabet