ინტერვიუ
ახალციხის ციხის კონცეფცია - როგორია ახალი დირექტორის გეგმები
როგორ უნდა განვითარდეს ახალციხის ციხე - ციხის ახალი დირექტორი ფიქრობს, რომ მთავარი მეტი ვიზიტორის მიღებაა, რაც მეტ შემოსავალს გულისხმობს.

სწორედ ამიტომ, გიორგი ნათენაძის აზრით, პირველ ეტაპზე ახალციხის ციხის კონცეფცია უნდა შემუშავდეს, სადაც წლების მიხედვით გაიწერება ყველა ის აქტივობა, რომელიც ციხეს მსოფლიოში უფრო ცნობადს გახდის.

გარდა ამისა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით, რომელმაც 2021 წელს ახალციხის ციხესთან და DMO-სთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო, ახალციხის ციხის კომერციალიზაციის გეგმა შეიქმნება.

გიორგი ნათენაძე ვიზიტორებს პირდება, რომ ციხის ყველა პოტენციალი მაქსიმალურად იქნება ათვისებული.

| Print |