ინტერვიუ
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში ვიზიტი დააგვიანა - კახა გოგოლაშვილი
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. პირისპირ შეხვედრა გაიმართება შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას თავმჯდომარეს შორის.

ოცნების დეპუტატებთან ერთად, უკრაინაში მიემგზავრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, დელეგაციის შემადგენლობაში არ არის ნაციონალური მოძრაობა.

რონდელის ფონდის მკვლევარი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მეგობრ ქვეყანაში ვიზიტი დააგვიანა. კახა გოგოლაშვილის თქმით, ახლა არის შანსი, საქართველოს და უკრაინის მთავრობებმა მოაგვარონ მათ შორის წარმოქმნილი გაუგებრობები.

მკვლევარმა დელეგაციის ვიზიტის მიზანზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი პოლიტიკოსები უკრაინაში ომის შედეგების თვითმხილველები იქნებიან, რასაც მმართველი პარტია ამდენი ხანი თავს არიდებდა.

| Print |