ინტერვიუ
რას ითვალისწინებს ევროპის იმუნიზაციის კვირეული - ინტერვიუ ეპიდემიოლოგთან

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გეგმურ იმუნიზაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ხორციელდება. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საზოგადოებრივ კოლეჯში და მოსახლეობას ბავშვთა და მოზარდთა იმუნიზაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.

ეპიდემიოლოგ ლია ზედგინიძის თქმით, კორონავირუსის გავრცლების გამო, ბოლო ორ წელში გეგმური ვაქცინაციის მაჩვენებელმა იკლო, ამიტომ ექიმი მოსახლეობას მიმართავს, დროულად ჩაიტარონ გამოტოვებული აცრები.

ახალციხეში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია რეფერალურ ჰოსპიტალსა და კლინიკა „იმედში“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს 24-30 აპრილს აღნიშნავს. საქართველო იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს და სხვადასხვა სახის ღონისძიებას ახორციელებს. წელს, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის თემაა „დიდხანს სიცოცხლე ყველას“. კვირეული მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდას და ყველასთვის ხანგრძლივი, ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფას.
| Print |