ინტერვიუ
"არავინ აღიარებს მათ ე.წ. რეფერენდუმს რუსეთთან" - ზურა ბატიაშვილი ბიბილოვის ინიციატივაზე

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, 17 ივლისს, რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა.

ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი და რუსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით და მოვიდა დრო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაერთიანდნენ.

ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი ბიბილოვის ქმედებას რუსეთის მხრიდან მიწების შემოკრების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, მსგავსი ე.წ რეფერენდუმები საქართველოს გარდა იგეგმება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ანალიტიკოსის აზრით, ამის თავიდან ასაცილებლად, საქართველომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დასავლეთთან, თუმცა ხელისუფლების ამ საკითხთან დამოკიდებულებას ბატიაშვილი არაადეკვატურად მიიჩნევს.
| Print |