ინტერვიუ
ჩვენი მთავრობის ეს გადაწყვეტილება ფრიდმანის გადასარჩენად არის მიღებული - პაატა შეშელიძე

„ბორჯომთან“ დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილება პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის გადასარჩენად არის მიღებული - ასე აფასებს საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემული წილების საკითხს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი აზრით, ეს პროცესი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კომპანიას სანქციები მოეხსნას. შეშელიძე მთავრობისგან ბევრად რადიკალურ ნაბიჯებს ელოდა. ამბობს, რომ ამ ქმედებით საქართველოც კონფლიქტის თანამონაწილე გახდა.
| Print |