ინტერვიუ
ფინანსური პირამიდით არავინ გამდიდრებულა - ავთანდილ კუჭავა

ფინანსური პირამიდები ძირითადად, ეკონომიკური კრიზისის დროს ჩნდებიან. ისინი პოპულარული ღარიბ და განვითარებად ქვეყნებშია - ამბობს "კრიპტო ბაზრის" დამფუძნებელი. ავთანდილ კუჭავას თქმით, ფულის შოვნის ამ გზით არავინ გამდიდრებულა, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის ეს უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ ამით მხოლოდ ორგანიზატორი იგებს. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ ასეთ აპლიკაციაზე „ტესლა მედიაზე“ საქართველოში 3 მილიონ 700 000 მომხმარებელი იყო რეგისტრირებული, ორგანიზატორებმა მოქალაქეებს 22 მილიონი დოლარი ჩაარიცხინეს.
| Print |