ინტერვიუ
საქართველომ რეზერვისტების გადამზადება დააგვიანა - პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის იქნება გადადგმული, მისასალმებელია - ამბობს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე. პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების გადამზადება დააგვიანა კიდეც.

იგი სამხედრო მოსამსახურეების ემიგრაციაში წასვლის საკითხსაც შეეხო და ეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისით ახსნა. ლაშა ბერიძე იმედოვნებს, რომ პროფესიონალი კადრები საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს დაუბრუნდებიან და წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას საქართველოს კეთილდღეობას მოახმარენ.
| Print |