ინტერვიუ
რა ზიანი მიადგა გარემოს ბორჯომის ხანძრის დროს, ამის შეფასებას 2 წელში შევძლებთ - კახა არცივაძე

რა ზიანი მიადგა გარემოს და ბორჯომის ხეობას თითქმის, ორკვირიანი ხანძრის დროს - ამის შეფასება დაახლოებით, ორ წელში იქნება შესაძლებელი. სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის წევრი კახა არცივაძე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტები გადამწვარ ტერიტორიას დააკვირდებიან და ზარალს შეისწავლიან. პროფესორის თქმით, ტყის ხანძრების რისკს კლიმატის ცვლილება ზრდის. ბოლო წლებში ტყის ხანძრების შემთხვევები 4-ჯერ არის გაზრდილი. კახა არცივაძეს აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ეს მონაცემი უფრო გაიზრდება. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ამ გამოწვევას მომზადებული უნდა შეხვდეს და დროულად შეიმუშაოს მართვის გეგმა, რომელიც ზარალს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
| Print |