ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, თვითონაც მონდომებულები არიან - მოჭადრაკე დები ბორჯომიდან
20:59 / 07.09.2022
ბორჯომელი მოჭადრაკე, 10 წლის ბარბარე შონია, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 15 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება. მსოფლიოს მასშტაბით ჯერ ვერ ასპარეზობს ბარბარეს უმცროსი და, 8 წლის ელენე შონია, თუმცა სხვა ტურნირებში ისიც აქტიურად ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომელმა დებმა, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვეს. ელენე 8 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის თამაშობდა, ბარბარემ კი 10 წლიანებში იასპარეზა. ტურნირის სხვა მონაწილეებთან დებმა პირველი-მეორე ადგილი გაიყეს.