ამინდი
„წვიმა, ნისლი, თოვლჭყაპი“ – როგორი ამინდი იქნება რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში კლიმატურ ნორმასთან შედარებით ნაკლებია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დეკემბრის თვეში, შესაძლოა ,17-20 გრადუსამდე მოიმატოს.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად თოვლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ექვს დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5 ღამით კი მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 4 ღამით კი მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 4, ღამით კი მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 1 და ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 3 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 1, ღამით კი მინუს 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოთოვს ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 1, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |