ინტერვიუ
რატომ გახდა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაცია?

2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტები, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირები და მათი ფილიალები ვალდებული არიან სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან.

ახალი კანონის მიხედვით, ყველა ა(ა)იპ–ი და უცხო ქვეყნის ა(ა)იპ-ის ფილიალი ვალდებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პორტალზე შექმნას ელექტრონული მისამართი. ასევე ვალდებულნი არიან მათი სხვა სარეგისტრაციო მონაცემებიც შესაბამისობაში მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ევალებათ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სუბიექტს დამატებით მიეცემა 3 თვიანი ვადა. თუ სუბიექტი ამ ვადაში სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს შესაბამისობაში კანონის ახალ მოთხოვნებთან მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

რატომ გახდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაცია საჭირო და არის თუ არა აღნიშნული გადწყვეტილება ე.წ. რუსული კანონის გაგრძელება - გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის ინტერვიუს.
| Print |