ინტერვიუ
სახელმწიფო არ თანამშრომლობს მედიასთან და ფაქტჩეკერებთან, არადა ასეთ შემთხვევაში ჩვენ საერთო სიკეთეზე ვმუშაობთ - თამარ კინწურაშვილი
პროპაგანდა, დეზინფორმაცია და დამაზიანებელი ინფორმაცია - როგორ მუშაობენ ტროლ-ბოტები? მედიაექსპერტები ინფორმაციის ისეთ სახეობებზე საუბრობენ, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, განზრახ არასწორად ინფორმირებას და სასურველის რეალობად მიწოდებას გულისხმობს. ასევე ინფორმაცია, რომელიც დამახინჯებული რეალობის შესაქმნელად გამოიყენება და მომხმარებელს აზიანებს. როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია, რა გავლენა აქვს მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, როგორ შეიცვალა მედიის ტრადიციული გაგება ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, როგორ ხდება უმცირესობათა თემის ინფორმირება მაღალი კონკურენციის და ზოგჯერ ,,პატრონის გარეშე“ დარჩენილ საინფორმაციო ველში, რატომ არის პოპულარული ოკუპანტი ქვეყნის მედია სამცხე-ჯავახეთში და რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია - tv9news.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ დირექტორს თამარ კინწურაშვილს ესაუბრა.

სფეროში დაგროვილი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამარ კინწურაშვილის აზრით, მედიისთვის სახალხო ფორუმის ფუნქციის დაკარგვა გახდა, რაც ორმხრივ საუბარს გულისხმობს. ,,ერთია რომ უმცირესობამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავიგოთ მათ შესახებ,“ - აღნიშნავს თამარ კინწურაშვილი და ხელოვნურად შექმნილი ინფორმაციული ქაოსისა და არაჯანსაღი კონკურენციის მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას.

- როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება?

ერთია ტექნიკური პრობლემა, როგორ იღებენ არხებს, მაგრამ მთავარი პრობლემაა გაუცხოება. ნაციონალური მედია ნაკლებად აშუქებს ისეთ თემებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. ზოგადად, ცენტრალური მედია ელიტისტურია და პოლიტიკურ დღის წესრიგზეა მიბმული. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძირითადად ონლაინ ფორმატში გადაიტანა მაუწყებლობა, თუმცა უმრავლესობა ონლაინს არ იღებს, განსაკუთრებით უფროსი თაობა, რადგან ტელევიზია არის ჩვევა.

პირველ რიგში, პრობლემაა შინაარსი, რადგან ადამიანს თუ აინტერესებს, სატელიტურ თეფშსაც მომართავს საყურებლად და ინტერნეტითაც მიიღებს თუ საჭირო გახდა. როგორც აღვნიშნე, ელიტისტური მედია მფლობელის დღის წესრიგს მიყვება, პატარ-პატარა, დონორზე დამოკიდებულ მედიებში უფრო იპოვით ხალხისთვის საინტერესო შინაარსის მასალებს, მაგრამ მათ ადამიანური რესურსი არ ჰყოფნით, რომ განავითარონ მსგავსი პროდუქცია.

საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ეს კარტ-ბლანში, კვლევები აჩვენებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებში ოფიციალური ინსტიტუტების ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე ქართულენოვან მოსახლეობაში. ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღქმა არის უფრო როგორც სახელმწიფო არხის და კარგი იქნება, თუ ამ ფუნქციას შეასრულებს არა ქაღალდზე, არამედ რეალურად. მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა ეს ადამიანები ჩართოს პროცესში, მით უმეტეს რომ ამის ვალდებულება ისედაც აქვს.

გარდა ამისა, მედიას აქვს სახალხო ფორუმის ფუნქციაც, რომელიც გულისხმობს რომ ადამიანებს არამარტო მივაწოდოთ ინფორმაცია, არამედ ვალაპარაკოთ ისინი და მათი მოსაზრებებიც ავსახოთ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სწორედ ამიტომ გაკეთდა გადაცემა ,,იტალიური ეზო“, რომელიც ქართულ ენაზე მზადდებოდა, იმიტომ რომ ინკლუზია არის ორმხრივი პროცესი. ერთია, რომ უმცირესობამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავიგოთ მათ შესახებ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, რისი დეფიციტიც დღეს არის. იგივე კრემლისტური პლატფორმები კარგად იყენებენ ამ სურვილს, მაგალითად ტელევიზია ,,ობიექტივი“ - იქ რეკავენ ადამიანები და საკუთარ აზრს გამოხატავენ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება, რომ თავისი აზრი სხვებს გაუზიარონ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

- კრემლისტური პლატფორმები ახსენეთ და აღნიშნეთ, რომ ისინი სულ უფრო ითავსებენ სახალხო ფორუმის ფუნქციას. რა საფრთხეს ხედავთ, განსაკუთრებით უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში?

,,ობიექტივმა“ ცოტა ადრე სცადა რაღაცები, მაგრამ მთლად კარგად ვერ გამოუვიდა, რადგან თავად ქსენოფობები არიან. სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ის რეგიონია, სადაც ინფორმაციას პირდაპირ რუსული არხებიდან იღებენ. ალტ-ინფოსა და ობიექტივის უნიჭოდ შესვლის საჭიროება რეგიონში არ დგას, რადგან რუსულ არხებზე ამას უფრო დახვეწილად აკეთებენ. ერთია საინფორმაციო გამოშვებები, მაგრამ უფრო საზიანოა გასართობი შინაარსის გადაცემები.

ადამიანი მარტო ინფორმაციით არ საზრდოობს, მას სჭირდება ყველანაირი და მათ შორის გასართობი კონტენტი, საიდანაც ხშირად ვრცელდება პროპაგანდისტული გზავნილები. ეს კარგად გათვლილია პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, ნოსტალგიაზე, შიშების მომენტიც არის. მაგალითად, ისეთი გზავნილები, რომ მარტო მას შეუძლია მართოს, რომ დემოკრატია საზიანოა და ა.შ. განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთში როცა ხედავენ, რომ პატრონი არავინაა, თავისუფალი ნიშაა იმისთვის, რომ მართო ეს საინფორმაციო ველი.

უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ეს ხალხი რუსეთიდან იღებდა ინფორმაციას. ფიზიკურად კი არიან საქართველოში, მაგრამ არიან მეზობელი სახელმწიფოების საინფორმაციო ველში, რაც უფრო მოწყვლადს ხდის ამ ადამიანებს, მით უმეტეს როცა ინტერნეტი გლობალურია და ინფორმაციის სხვადასხვა მეთოდებით მიღების შესაძლებლობა არსებობს.

- პროპაგანდის გარდა, სისტემატურად ხდება დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებაც, როგორ ფიქრობთ, ეს საინფორმაციო ნაკადი და მისით შექმნილი განწყობები რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს სახელმწიფოს?

ასეთი განწყობები სახელმწიფოს პრობლემას უქმნის, რადგან აღარ არის საინფორმაციო ველი, რითაც საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციას შეძლებს. მაგალითად, პანდემიის დროს, ქვემო ქართლში პროტესტი იმიტომ გამოაცხადეს, რომ იმ ხალხმა არ იცოდა ქვეყანაში რა წესებს უნდა დამორჩილებოდნენ. ინფორმირებულები არ იყვნენ. მერე დაიწყეს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა.

ყარაბაღში რომ გამწვავდა კონფლიქტი, ძალიან ბევრი ფეისბუქ ანგარიში შეიქმნა. მაგალითად, ფანქრით მოხაზეს რუკაზე სამცხე-ჯავახეთი და დააწერეს ჯავახკი. ჩვენ მოვნიშნეთ ეს ყალბი ანგარიშები, სამი დღის შექმნილი ფეისბუქგვერდი იყო, დასპონსორებული პოსტი და როცა ჩვენ ვნიშნავთ, რეკლამა უჩერდებათ. იგივე იყო ინფორმაცია, რომ იარაღის გატარება ხდება საქართველოს გავლით, ხდებოდა რეაგირება, მაგრამ არა მყისიერად. სახელმწიფო არ თანამშრომლობს მედიასთან და ფაქტჩეკერებთან, არადა ასეთ შემთხვევაში ჩვენ საერთო სიკეთეზე ვმუშაობთ, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილში არის თემები, რომელზეც სახელმწიფოსთანაც შეგიძლია ითანამშრომლო.

მაშინ როცა, ჩვენ გვყავს სომხური და აზერბაიჯანული თემები უმცირესობაში, კონფლიქტის პროვოცირება ძალიან მარტივია თუნდაც სამეზობლოში მიმდინარე მოვლენების დროს. გარდა ამისა, პრობლემაა ის, რომ ჩვენი ნაციონალური მედია არ აშუქებს რა ხდება სამეზობლოში - თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში.. ვიცით იქ რა ხდება? მესმის, რომ ბევრ მედიას რესურსი არ აქვს, მაგრამ ხშირად სამეზობლოში რა ხდება, ამაზეც გვჭირდება ინფორმაცია, რადგან ძალიან მოწყვლადია საზოგადოება და ძალიან მარტივია ინფორმაციით მანიპულირება.
- განათლებაშიც ხომ არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, მიზეზი იმისა, რომ რომ ასე მარტივად მოწყვლადია საზოგადოება - არა მარტო უმცირესობა, არამედ უმრავლესობაც?

ასე ცალსახად მარტო განათლების პრობლემაც არ დგას. ერთი, რომ კონკურენტული ბიზნესგარემოც არ არის მთლად ჯანსაღი და მეორე, მეინსტრიმულ მედიაზე კვალიფიციური კადრის მოთხოვნილებაც არ დგას. მედიამფლობელებს არ აქვთ ინტერესი და არ ხდება ჟურნალისტური კორპუსის განახლება. ის რომ, დაპირისპირებული პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს პლურალიზმს არის მოცემულობა და როცა ოპოზიციურ არხს იცავ, იმიტომ იცავ, რომ ქვეყანაში განსხვავებული პლატფორმა იყოს. მედია არ არის თვითკმარი, დამოკიდებულია მფლობელის დაფინანსებაზე და მათი ინტერესია, რომ მათივე დღის წესრიგი გაატარო. აქედან გამომდინარე, საკადრო ცვლილების მოთხოვნილებაც არ არის.

ჩამოთვლილი პრობლემებია მიზეზი, რომ მედიის მიმართ ნდობა შემცირდა. თუ კიდევ არის სხვა ფაქტორები?

მედიის მიმართ ნდობის დაწევა ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში მედიამ მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია, იმიტომ რომ ოპოზიციურმა მედიამ გინებებით და მთავარიდან მეორე ხარისხოვან საკითხზე აქცენტის გადატანით შეიმცირა ნდობა.

ეს ერთი და მეორეა, ხელისუფლება რას აკეთებს მიზანმიმართულად. ხელისუფლებას მთელი ინფრასტრუქტურა აქვს განვითარებული - მაგალითად, ქმნის პარალელურ ინსტიტუტებს, მარეგულირებელმა კომისიამ შექმნა მედიაკრიტიკა, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას. ხარჯავს ფულს, თავიდან უფრო ბრუტალურები იყვნენ, ახლა შორენა შავერდაშვილმა ოდნავ შეალამაზა. თავიდან სამიზნე იყო მხოლოდ ოპოზიციური და მათ შორის ნეიტრალური მედიები - ეს არის ფორმალური და მეორეა ტროლების ქარხანა, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს და მათი საშუალებით მიზანმიმართულად ხდება მედიის დისკრედიტაცია. ამაში ხარჯავენ ძალიან დიდ ფულს.

ხელისუფლებამ თავისი ფაქტების გადამოწმების პლატფორმაც კი შექმნა სახელწოდებით ,,სინამდვილეში“. უწერიათ ოფიციალურად, რომ პლატფორმა პარტიისაა. როდესაც ეს გვერდი წერს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის, საიასა და ისფედის შუალედური არჩევნების დასკვნა არის ანტიდემოკრატიული კამპანია, ასეთ დროს თავად დემოკრატიის არსის დევალვაცია ხდება. რადგან დემოკრატია ის არის, რომ მსგავსი სახის ინფორმაციას აწონასწორებ ,,ვოჩდოგობით“. ესენი კი უბრალოდ წერენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და იქმნება ინფორმაციული ქაოსი, სადაც ყველაფერი ერთმანეთში არეულია.

ზოგადად ადამიანი პესიმისტია და უნდობლობით გამოირჩევა. ამათ კი მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, მსგავსი საკითხები რომ დააფინანსონ. მედიაც აძლევს საბაბს, ამ შემთხვევაში დიდი მედიები მაქვს მხედველობაში და ესენიც ამ საბაბს იყენებენ. გარდა ამისა, სუსსაც კარგად აქვს აწყობილი. მიზანმიმართულად ცდილობენ არაკონტროლირებადი მედიების შეცდომების დემონსტრირება მოახდინონ, აჩვენებენ, როგორ შეიძლება გაავრცელოს რომელიმე ცენტრალურმა მედიამ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. საბოლოოდ ზარალდება ყველა, ვინც კეთილსინდისიერად ამოწმებს და ვინც უბრალოდ ხელისუფლების კონტროლქვეშ არ არის, მაგრამ თავისი არაპროფესიონალიზმით იმას აძლიერებს და არა საკუთარ თავს. ეს კი მედიის ნდობაზე აისახება.

- რამდენად ამძიმებს მსგავსი ფაქტები სიტუაციას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც გაუცხოება კიდევ უფრო მაღალია?

უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, ასე სიღრმისეულად ვერ იგებენ თვისებრივად რა ხდება. რადგან ცენტრალურ მედიებში ინფორმაცია მათ შესახებ არ არის, მათთვის არ არის და როცა თავის თავს ვერ ხედავენ გადაცემებში, ეს არის მთავარი პრობლემა, შედეგად, არც აღელვებთ და ინდიფერენტულნი არიან. ამ მიმართულებით განსაკუთრებით გაუცხოებაა. ისევ გადაცემა ,,იტალიურ ეზოს“ დავუბრუნდები, რომელიც ინკლუზიაზე იყო აწყობილი. ბევრი უყურებდა და როცა იკრეფდა რეიტინგს, სწორედ მაშინ დახურეს. თუ დაინახავენ უმცირესობათა წარმომადგენლები თავის თავს რომელიმე გადაცემაში და გაიგებენ რომ ეს მათ ეხება, ქართულადაც უყურებენ მას.

- როგორ შეიძლება ჩამოთვლილი გამოწვევების დაძლევა - რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ, მედიამ და თუნდაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა?

საზოგადოების ობიექტური ინფორმირებისთვის სახელმწიფო ინტერესს არ იჩენს, არც მედია და არც საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან არ თანამშრომლობს. არც მზაობაა, არც ინტერესი. ფორმალური პროცესია, შერიგების სამინისტროსთან არსებული, იმის მიუხედავად, რომ მე თვითონ ვიყავი სამოქმედო გეგმის ავტორი და პირველად ჩემს დროს მივიღეთ, საერთოდ არ გვეკითხებიან არაფერს.

სახელმწიფოს მხრიდან, ისეთ თემებზეც კი არ არის ჩართულობა და ღიაობა, სადაც შეიძლება თანამშრომლობა. დონორის ჩართულობით შეიძლება დაგელაპარაკონ პანდემიაზე და მსგავს თემებზე. აქ სახელმწიფოს აქვს წამყვანი როლი, მან უნდა გახსნას კარი და ესაუბროს ყველა მნიშვნელოვან აქტორს, რომელსაც შეუძლია საჯარო სიკეთისთვის რაღაც გააკეთოს. დონორებმაც უნდა გადახედონ თავის პრიორიტეტებს, რომ გარკვეულწილად მოხდეს იმის შეფასება, რაც კეთდებოდა და დაინერგოს ახალი. დიდი ნაციონალური არხების სანდოობასაც უნდა შეეწყოს ხელი, მაგრამ ამავე დროს, საჭიროა იმ პატარა მედიების გაძლიერებაც, რომლებიც პროფესიულ სტანდარტებს იცავენ.

შეიძლება პატარა მედიები დიდებივით დღის წესრიგზე გავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ დიდი მედიების მიმართ სანდოობის გამოსწორების პარალელურად, უფრო მეტზე აქვთ წვდომა. უნდა შენარჩუნდეს ხარისხიანი მედია, რომელიც უფრო მეტად ადამიანზე იქნება ორიენტირებული და არა მხოლოდ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ადამიანს აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სოციალურ მედიაში გამოხატოს თავისი თავი. მაგრამ თუ თავის თავს დაინახავს ადგილობრივ მედიაში იქნება ეს თუ ნაციონალურ არხებზე, ეს მათ მეტ სტიმულს მისცემს და ამ გაუცხოებას დააძლევინებს.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 12 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
ასპინძა 12 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 12 °C
img
თბილისი 17 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 8 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8988
EUR
EUR
1
2.8583
RUB
RUB
100
2.8498
TRY
TRY
1
0.0825
USD
USD
1
2.6788
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobetmariobetmariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twitterbetturkey girişbetturkey twittermariobetcasibomdeneme bonusu veren sitelerbycasinobycasinostarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet dinamobet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000elf barCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/piabellacasinoimajabetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinpiabellacasinonakitbahiscasibommeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajabetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale hava durumusigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetcasibomlunabetcasibomcasibominstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişbetkombetkomgrandpashabet+18 filmvbetbetkomholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10betebetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoportobetonwinsekabetMatadorbetjojobetcasibomcasibomcasibomcasibomcasibomholiganbetcasibomcasibomyouwincasibomcasibomcasibomDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetbetmatikBetmatikmarsbahis7slotsbets10gfdSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetsekabetThesakultahodeonbethiltonbetbelugabahismeritkingmarsbahismarsbahisbetvoleCratosroyalbetzbahisSahabet GirişhiltonbetgrandpashabetjojobetmarsbahissahabetjojobetsuperbetinmarsbahismariobetYouwinHepsibahisYouwin GirişHepsibahis Girisdinamobet girişhttps://drive.google.com/file/d/1vm3JNrvqfKpGKgNHLshyW1vceDqmh9rl/view?usp=sharinghttps://drive.google.com/file/d/1vm3JNrvqfKpGKgNHLshyW1vceDqmh9rl/view?usp=sharingCasibomtümbet twitterbetmatik güncel girişonwinbaywin güncelmavibetbetorspin twitterbayspin twitterlunabetkavbetbetpark twitterimajbetmarsbahisbetmatik giriştumbetCasibomlunabet twittermariobetbetpark güncelbahsegelpusulabetsavoybettingmariobetmariobetjojobetmariobet