ჯანდაცვა
დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

 

ავარიის შედეგად დაშავებულ პირებს ამ წუთებში ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ.

 

კლინიკაში ამბობენ, რომ დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საყურადღებოა ერთი დაშავებულის მდგომარეობა. ოთხი დაზარალებულიდან ერთ-ერთი მცირეწლოვანია, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს.

„სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არ არის. შინაგანი დაზიანებების გამოსავლენად კვლევები მიმდინარეობს, ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი დიაგნოზი. გარეგნულად რაც ჩანს, კანის ზედაპირული ექსკორიაციებია“, - ამბობს მენეჯერი ხათუნა კეკელაშვილი.

ავტოავარია 8 მაისს, დილით, ახალციხე-ვალეს გზაზე მოხდა. ერთმანეთს „ფორდ ტრანზიტი“ და „მერსედესის“ მარკის სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს „ფორდის“ მძღოლმა და „მერსედესში“ მჯდომმა სამმა მგზავრმა.

 

| Print |