ჯანდაცვა
„ჭრილობა ერთს თავში, ძვლების დაზიანებით აქვს, მეორეს ზურგის არეში“
ცულით დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთი, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს, კატასტროფის ბრიგადას თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაჰყავს. მეორე მამაკაცი კი მკურნალობას ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს.

”64 წლის მამაკაცს თავზე სისხლმდენი ჭშრილობა აღენიშნებოდა, ძვლების დაზიანებით. აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება და კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნება თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში. მეორე პაციენტს, 56 წლის კაცს აღენიშნებოდა ზურგის მიდამოში დიდი ზომის ნახეთქი ჭრილობა. ჩაუტარდა გამოკვლევები, დახმარება. მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად რჩება სტაციონარში და აგრძელებს მკურნალობას", - გვითხრა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხარისხის მენეჯერმა რუსუდან მამუკაშვილმა.

ორივე პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 14:15 წუთზე შეიყვანა. ისინი 14 ივნისს თანასოფლელმა ცულით დაჭრა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 41 წლის მამაკაცი.

| Print |