ჯანდაცვა
ბორჯომში, ავარიისას დაშვებული ქალი გარდაიცვალა

 

76 წლის ქალი, რომელსაც ბორჯომში ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა.

სიკვდილის მიზეზი პოლიტრავმა გახდა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ქალი ბორჯომის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. მანქანა ბებიასა და ორ შვილიშვილს დაეჯახა.

| Print |