ჯანდაცვა
ახალქალაქში მეხუთე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა
ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან შვიდი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა 31 ივნისს, დაახლოებით, 12:00 საათზე მოხდა. ბავშვი ახალქალაქის ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. დაშავებულს ორივე ფეხის მოტეხილობა აქვს. კლინიკაში ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტო „jnews.ge”-სთან ადგილობრივები ყვებიან, რომ ბავშვი სახლში მარტო იყო. ის აივანზე თამაშობდა, რა დროსაც გადმოვარდა.

დაშვებული საქართველოს მოქალაქე არ არის.
| Print |