ჯანდაცვა
1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 538 ახალი შემთხვევა.

სულ შიდსის ცენტრში, დღეისათვის, 7882 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5913 მამაკაცია, 1969 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა, 1599 გარდაიცვალა.

არვ მკურნალობას იტარებს 4833 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

38.6 % – ნარკოტიკებისინექციური მომხმარებელია;

47.6 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

11.3 % – არიან მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.3 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.5 % – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2906 შემთხვევა), შემდეგ სამეგრელოსა – 1113 და იმერეთში – 956; 877 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, აფხაზეთში –516; კახეთში –386, ქვემო ქართლში –446, შიდა ქართლში –284, გურიაში –169, სამცხე-ჯავახეთში –102 და ა.შ.

დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში აივ ინფიცირებული პირები დიდხანს და სრულყოფილი ცხოვრებით ცხროვრობენ. ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზი: 2398018
| Print |