ჯანდაცვა
ასპინძაში ბავშვს მორიელმა უკბინა

 

დაბა ასპინძაში მორიელმა ბავშვი დაგესლა. 12 წლის მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს, 24 სექტემბერს შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, უტარდება ადეკვატური მკურნალობა. დამატებით, თბილისში ტოქსიკოლოგთან გავდივართ კონსულტაციებს. თუ ბავშვის მდგომარეობა შეიცვლება, ჩვენც შევცვლით მკურნალობის ტაქტიკას“, - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა ხათუნა კეკელაშვილმა.

მოზარდის დედამ "მეცხრე არხთან" განაცხადა, რომ მათ უბანში მორიელი არაერთხელ შეუნიშნავთ. 

„ბავშვი კარგად არის, სავარაუდოდ შხამიანი არ იყო მორიელი. რეაქცია არ მიუცია, ექიმები გვეუბნებიან, რომ საშიში არაფერია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით გადმოვიყვანეთ ახალციხეში, მშობლები ვართ და ვნერვიულობთ“, - გვითხრა პაციენტის დედამ.
| Print |