ჯანდაცვა
რატომ იზრდება კვებითი ალერგიით დაავადებულთა რიცხვი?
ბოლო ათწლეულში საკვებისმიერი ალერგიის შემთხვევებმა სამჯერ იმატა. 30-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ალერგიის შემთხვევათა ზრდა უშუალოდ უკავშირდება „სწრაფი კვების“ პოპულარობას. საკვებისმიერი ალერგია განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ბევრად ნაკლებად - ღარიბ ქვეყნებში, სადაც გაცილებით იშვიათად იყენებენ ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქტებს.

ექიმი-ალერგოლოგი, პროფესორი პამ ევანი - კემბრიჯის ადენბრუკის კლინიკიდან აცხადებს: „ალერგია თანამედროვე საზოგადოების მეტად სერიოზული პრობლემაა. ალერგიულ რეაქციათა ასეთი აფეთქება, უპირველესად,კვებას უკავშირდება; უწინ არ იყო „სწრაფი კვება“ (ე.წ. ფასტ-ფუდი), საკვები არ იყო გაჯერებული კონსერვანტებით, არომატიზატორებით, გემოს გამაძლიერებლებითა და სხვადასხვა ქიმიური დანამატით“.

კვებითი ალერგიით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება!

მარტო აშშ-ში კვებითი ალერგიით დატანჯულთა რაოდენობა ბოლო ათწლეულში 377%-ით გაიზარდა. ასეთი აფეთქება, მკვლევართა აზრით, გენეტიკას, გარემოს და პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიაში სერიოზულ ძვრებს უკავშირდება. აფეთქებაში იგულისხმება მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკიც. მიწის თხილზე (არაქისზე) ალერგიის გამოვლინება თურმე მთელ მსოფლიოში 445%-ით გაიზარდა, მზესუმზირასა და ნიგოზზე - 603%-ით, სტატისტიკა იმასაც ადასტურებს, რომ ალერგიული რეაქციების უმრავლესობა სპეციფიკური საკვების მიღების შედეგად ვითარდება. ალერგიის მიზეზი უხშირესად შემწვარი, ცხიმიანი და ტკბილი საკვებია, რომელიც ხელმისაწვდომია „სწრაფი კვების“ ობიექტებზე. სამწუხაროდ, „სწრაფი კვება“ და ამისათვის გამოყენებული პროდუქტები სულ უფრო მეტად ანაცვლებს ბევრი რეგიონისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ საკვებს, ჯანსაღი კვების სახეობებს. განსაკუთრებით მკვეთრად შეინიშნება ეს აზიის ქვეყნებში.

კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ კვებისმიერი ალერგიის მსხვერპლნი უფრო ხშირად მამაკაცები არიან, ვიდრე ქალები, კვებისმიერი ალერგია უფრო გავრცელებულია ქალაქის მცხოვრებლებს შორის, ვიდრე სოფლის მოსახლეობაში. თუმცა, ალერგიის შემთხვევათა მატება უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აშშ-ში სწორედ სოფლის მკვიდრ მოსახლეობას შორის აღინიშნება, მაგალითისათვის, სადაზღვევო კომპანიებს საკვებისმიერი ალერგიის მკურნალობაზე მოთხოვნით ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ში 110%-ით მეტმა სოფლის მოსახლემ მიმართა, მაშინ, როდესაც ქალაქის მცხოვრებთა მიმართვა იმავე მიზნით 70%-ით გაიზარდა მხოლოდ.

საგანგაშო მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთშიც. სამედიცინო და სოციალური დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ალერგიული რეაქციის მქონე 20 320 პაციენტი დაფიქსირდა, ამათგან 5068 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც ასთმა, 4052 შემთხვევა - როგორც ანაფილაქსიური შოკი (ყელის შეშუპებითა და სუნთქვის გაძნელებით) და 3361 შემთხვევა - როგორც რინიტი, ცხელებით მიმდინარე. მედიკოსებს უჭირთ ცალსახად იმის მტკიცება, რა იწვევს ორგანიზმის ასეთ მძიმე რეაქციებს, უფრო ხშირად ეს შეინიშნება არაქისის (მიწის თხილის), კვერცხის, რძის, სხვადასხვა მედიკამენტის მიღებაზე და ასევე მწერების ნაკბენზე საპასუხოდ.

სადღეისოდ დიდ ბრიტანეთში 20 მილიონამდე ადამიანი (ბავშვი და მოზრდილი) იტანჯება ალერგიის ამა თუ იმ ფორმით. ალერგიის შემთხვევათა ზრდის მთავარი მიზეზი მაინც არასწორი კვებაა - აცხადებენ მედიკოსები (იგულისხმება ვიტამინებისა და მინერალების სიმცირე და პირიქით, საღებავებისა და კონსერვანტების სიჭარბე საკვებ პროდუქტებში).

განსაკუთრებით მავნებელია სწრაფი კვება ბავშვებისათვის!

13-14 წლის მოზარდებს, რომლებიც კვირაში სამზე მეტჯერ ჭამენ „ჰოთ-დოგებს“, ჩიპსებს, ბურგერებს, სენდვიჩებსა და „სწრაფი კვების“ სხვა პროდუქტებს, ბრონქული ასთმის განვითარების რისკი 40%-ით აქვთ მომატებული, იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან. მოზარდობის ასაკისათვის „ფასტ-ფუდით“ მკვებავ ბავშვებს ხშირად უვითარდებათ ბრონქული ასთმა, ეგზემა, რინოკონიუნქტივიტი - იგივე სურდო, რომელსაც გაძლიერებული ცრემლდენა და თვალების წვა ახლავს თან.

მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მავნე საკვების ზემოქმედების შედეგი. ნუ დაანაყრებთ ბავშვებს „სწრაფი კვების“ ობიექტებზე იმ იმედით, რომ ერთხელ დანაყრება არაფერს დაუშავებს, გახსოვდეთ, მავნე საკვებში შემავალი ყველა ნივთიერება თავისებურად აზიანებს ორგანიზმს, ცუდი გავლენა ხშირად მოგვიანებით იჩენს თავს ალერგიული თუ სხვა პათოლოგიის სახით, უმჯობესია, ბავშვები სწრაფად, ისევ და ისევ, ხილით დაანაყროთ.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა გრანდიოზული კვლევა, შეისწავლა 50 ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი ბავშვის ჯანმრთელობა, რითაც აჩვენა, რომ სწრაფი კვება ბავშვთა ალერგიისა და ასთმის მთავარი მიზეზია. შეეცადეთ ბავშვობიდანვე განუმტკიცოთ თქვენ შვილებს ჯანმრთელობა, აჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული. ბავშვებზე ზემოთ აღნიშნულმა დაკვირვებამ ისიც აჩვენა, რომ მოსწავლეები, რომლებიც კვირაში არანაკლებ სამჯერ მიირთმევდნენ ხილს (ულუფა არანაკლებ 100 გრამისა), იშვიათად ავადობდნენ ბრონქული ასთმით.

წყარო: https://mkurnali.ge
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 21 °C
img
თბილისი 29 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetssekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywininstagram ban services