ჯანდაცვა
ასპინძაში დაშავებულ მოზარდს ოპერაცია უტარდება


ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება ასპინძაში, ავარიისას დაშავებულ ერთ-ერთ მოზარდს. მეშვიდეკლასელი ბიჭი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმის ბესიკ ბურჯალიანის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მოზარდს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში, 25 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელი დაშვდა. ერთ-ერთი მოზარდი თბილისში გადაიყვანეს, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია შეყვანილი.

ავარია ასპინძაში - მოზარდების მდგომარეობა მძიმეა


| Print |