ჯანდაცვა
ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია
9 ნოემბერს დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 50 დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი ექიმი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

,,საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება" - ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთიძე მედიასთან განარტავს, რომ ,,ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი".

ცხინვალის სასამართლოში ორი პროცესი გაიმართა და ორივე პროცესზე ექიმმა ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რის გამოც მას ჯერ ორი თვით, ხოლო შემდეგ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ცხინვალის მედიის ცნობით, ქართველი ექიმი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა. 

გმირი ექიმი ამჟამად შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოს შენობაში იმყოფება.

ახალ წელს ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმი ოჯახში შეხვდება. 


| Print |