ჯანდაცვა
მამაკაცი, რომელსაც ყირიმ კონგოს სიმპტომები აღენიშნებოდა, გარდაიცვალა

 

39 წლის ახალციხელი მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გადაიყვანეს, გვიან ღამით გარდაიცვალა. მას მწვავე ლეიკემიის ფონზე ტვინის შეშუპება განუვითარდა.

ა.ბ.-მ თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ კლინიკას მიმართა. მას ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების ყველა სიმპტომი აღენიშნებოდა. მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან და ყურებიდან. მედიკოსებმა დაავადებაზე ეჭვი სწორედ ამის გამო მიიტანეს და თბილისში, დამატებითი კვლევებისთვის გააგზავნეს.

საუნივერსიტეტო კლინიკაში მამაკაცს ყირიმ კონგო ლაბორატორიულად არ დაუდგინდა, თუმცა მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით კრიტიკული იყო. რამდენიმე დღე ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

| Print |
თეგები: ყირიმ კონგო /