ჯანდაცვა
ინფარქტის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი დადგინდა
ინფარქტის გამომწვევი მიზეზი ულტრამცირე ნაწილაკების ზემოქმედებაა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერში ფიქსირდება - ასეთ დასკვნამდე აშშ-ის იელის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ გამოცემა MedicalXpress წერს.

ულტრამცირე ნაწილაკების ზომა 100, ან უფრო ნაკლები ნანომეტრია. მათი წყარო, როგორც წესი, ავტომობილის გამონაბოლქვია.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ ნაწილაკების ორგანიზმზე ზემოქმედების პირველ საათებში გულის მუშაობაში შეფერხების გამოწვევა შეუძლია. პატარა ზომიდან გამომდინარე, ისინი სისხლსა და უჯრედებში ადვილად აღწევენ.

კვლევაში 6 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც 2005-დან 2015 წლამდე ინფარქტი გადაიტანეს.
| Print |